ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სტივ უიტკოფი ნორვეგიაში დაბრუნდა და პრემიერ-მინისტრს ესაუბრა

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ოსლოს აეროპორტში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონაჰ გარ სტორეს შეხვდა და რუსეთში გამართულ მოლაპარაკებებზე ინფორმაცია გაუზიარა.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სტივ უიტკოფი ნორვეგიაში დაბრუნდა და პრემიერ-მინისტრს ესაუბრა
ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სტივ უიტკოფი ნორვეგიაში დაბრუნდა და პრემიერ-მინისტრს ესაუბრაინტერპრესნიუსი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მერე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ნორვეგიაში დაბრუნდა და პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, უიტკოფი ნორვეგიაში ადგილობრივი დროით 16:30 საათზე ჩავიდა.

ვაშინგტონში დაბრუნებამდე ის ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონაჰ გარ სტორეს შეხვდა და მას ინფორმაცია მიაწოდა სანქტ-პეტერბურგში პუტინთან გამართულ შეხვედრაზე. მათი შეხვედრა ოსლოს აეროპორტში გაიმართა.

მედიის თანახმად, უიტკოფისა და სტორეს შეხვედრა ერთ საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც უიტკოფი აშშ-ში გაემგზავრა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები