სხვადასხვა · 21 ოქტომბერი, 19:02
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
35 წლის მცველი მარიო რუი, რომელიც წარსულში „ნაპოლისთან“ ერთად სკუდეტოს მფლობელი გახდა, პორტუგალიის მესამე ლიგის კლუბ „ბელენენსეშში“ გადავიდა.

თავისუფალ აგენტად მყოფი 35 წლის მცველი მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის „ბელენენსეშის“ ფეხბურთელი გახდა.
მარიო რუი 2017-2025 წლებში „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში სკუდეტო მოიპოვა. შემდეგ ის ოთხი თვის მანძილზე საუდის არაბეთის „ფორტე ვირტუსში“ თამაშობდა.
მარიო რუის პორტუგალიის ნაკრებში 12 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.