გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება, რის შესახებაც „ენერგო-პრო ჯორჯია“ იუწყება.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს 10:40-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ლაფანაანთკარი, ნოჯიკეთი, ნოჯა, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქსვრისი, მუხრანი, ილტოზა, ოძისი და მიმდებარე სოფლებში.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…