ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა
ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა: „დამსახურებული არქიტექტორის“ წოდება 5 პირს, ხოლო „დამსახურებული მშენებლის“ წოდება 9 პირს მიენიჭა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა.
წელს საქართველოს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის "საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის" წოდება 5 პირს, ხოლო მშენებლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის "საქართველოს დამსახურებული მშენებლის" წოდება 9 პირს მიენიჭა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დამსახურებულ არქიტექტორებსა და მშენებლებს მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის და წარმატებები უსურვა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ "საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა" და "საქართველოს დამსახურებული მშენებლის" წოდებების მინიჭება ყოველწლიურად ხდება. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატურები სამინისტროს "საქართველოს დამსახურებული მშენებლის" და "საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის" წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.