არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
22-25 ოქტომბერს კუს ტბაზე პადელის ტურნირი გაიმართება, რომელშიც 130-მდე გუნდი და ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის შოთა არველაძე და ჯანო ანანიძე მიიღებენ მონაწილეობას. ორგანიზატორ ლუკა ტერნესის თქმით, შეჯიბრებაში სპეციალური „სთარკატეგორია“ დაემატა.

პადელის (ჩოგბურთის მსგავსი თამაში პატარა კორტზე ორი-ორზე) მიმართ ბოლო დროს ინტერესის ზრდა აშკარად შესამჩნევია და სხვადასხვა ტურნირები იმართება, ცნობილი სახეების მონაწილეობითაც. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 22-25 ოქტომბერს, კუს ტბაზე ჩატარდება.
ლუკა ტერნესი, ტურნირის ორგანიზატორი: "ინტერესის ზრდას იმას ვუკავშირებ, რომ პადელი მარტივი სათამაშოა, პატარა ასაკიდან დაწყებული, ხანში შესული ადამიანებისგან დასრულებული. მას ბევრი სირბილი და მოძრაობა არ სჭირდება და სიამოვნებას იღებ.
რა თქმა უნდა, ყოფილი სპორტსმენებისთვისაც ძალიან კარგი საშუალებაა, რეჟიმი ბოლომდე არ მიატოვონ და ფორმა შეინარჩუნონ.
ტურნირი კუს ტბაზე 4 დღის განმავლობაში ჩატარდება, 22- 25 ოქტომბერი. ხუთშაბათსა და პარასკევს შეჯიბრებები 7 საათის შემდეგ გაიმართება. კვირას გადამწყვეტი დაპირისპირებებია.
ღონისძიებაზე დაახლოებით 130 გუნდამდე იქნება და 240-ზე მონაწილე გვეყოლება. A, B და C კატეგორიებია. ესაა პროფესიონალები, მოყვარულები და დამწყებები. C-ში ცალკე გოგონებიც იასპარეზებენ.
როგორც იცით, დავამატეთ "სთარკატეგორია", ცნობილი ადამიანები ერთმანეთს ეთამაშებიან. წინა ტურნირზე ისინი C ლიგაში გამოვიდნენ და ნაკლებად შედეგიანები იყვნენ. აქ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და რომელიმე ცნობადი სახე გაიმარჯვებს.
გულშემატკივრებისთვის ნაცნობ და საყვარელ ადამიანებს ველით: შოთა არველაძე (მასთან წყვილში ალბათ ვატო არველაძე დადგება), ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე იაშვილი (90%-ით გადაწყვეტილია), ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, მერაბ შარიქაძე, სოსო მათიაშვილი, გიორგი ცინცაძე. სია უფრო გრძელი იქნება, მაგრამ ჯერ მონაწილეების საბოლოო დადასტურებას ველოდებით.
რაც შემიძლია ვთქვა, ეს არ იქნება მხოლოდ სპორტული ღონისძიება. ვაპირებთ მუსიკალურ გაფორმებას (DJ). ამის გარდა, ე.წ. საჭმლის კუთხეში დიდი არჩევანი გვექნება როგორც მწვადისა თუ ქაბაბის, ასევე სწრაფი კვების, ტკბილეულისა და ცხელი შოკოლადის მიმართულებით. ჩვენი სპონსორი "ასკანელია" და მათი ალკოჰოლის ბარიც იქნება წარმოდგენილი.
გვინდა კარგი განწყობა შევქმნათ, მხოლოდ სპორტული ღონისძიება არ იყოს და ყველაფერი დღესასწაულად გადავაქციოთ!..".
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ინტერესის ზრდას იმას ვუკავშირებ, რომ პადელი მარტივი სათამაშოა, პატარა ასაკიდან დაწყებული, ხანში შესული ადამიანებისგან დასრულებული. მას ბევრი სირბილი და მოძრაობა არ სჭირდება და სიამოვნებას იღებ. რა თქმა უნდა, ყოფილი სპორტსმენებისთვისაც ძალიან კარგი საშუალებაა, რეჟიმი ბოლომდე არ მიატოვონ და ფორმა შეინარჩუნონ. ტურნირი კუს ტბაზე 4 დღის განმავლობაში ჩატარდება, 22- 25 ოქტომბერი. ხუთშაბათსა და პარასკევს შეჯიბრებები 7 საათის შემდეგ გაიმართება. კვირას გადამწყვეტი დაპირისპირებებია. ღონისძიებაზე დაახლოებით 130 გუნდამდე იქნება და 240-ზე მონაწილე გვეყოლება. A, B და C კატეგორიებია. ესაა პროფესიონალები, მოყვარულები და დამწყებები. C-ში ცალკე გოგონებიც იასპარეზებენ. როგორც იცით, დავამატეთ "სთარკატეგორია", ცნობილი ადამიანები ერთმანეთს ეთამაშებიან. წინა ტურნირზე ისინი C ლიგაში გამოვიდნენ და ნაკლებად შედეგიანები იყვნენ. აქ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და რომელიმე ცნობადი სახე გაიმარჯვებს. გულშემატკივრებისთვის ნაცნობ და საყვარელ ადამიანებს ველით: შოთა არველაძე (მასთან წყვილში ალბათ ვატო არველაძე დადგება), ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე იაშვილი (90%-ით გადაწყვეტილია), ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, მერაბ შარიქაძე, სოსო მათიაშვილი, გიორგი ცინცაძე. სია უფრო გრძელი იქნება, მაგრამ ჯერ მონაწილეების საბოლოო დადასტურებას ველოდებით. რაც შემიძლია ვთქვა, ეს არ იქნება მხოლოდ სპორტული ღონისძიება. ვაპირებთ მუსიკალურ გაფორმებას (DJ). ამის გარდა, ე.წ. საჭმლის კუთხეში დიდი არჩევანი გვექნება როგორც მწვადისა თუ ქაბაბის, ასევე სწრაფი კვების, ტკბილეულისა და ცხელი შოკოლადის მიმართულებით. ჩვენი სპონსორი "ასკანელია" და მათი ალკოჰოლის ბარიც იქნება წარმოდგენილი. გვინდა კარგი განწყობა შევქმნათ, მხოლოდ სპორტული ღონისძიება არ იყოს და ყველაფერი დღესასწაულად გადავაქციოთ!..“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.