პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე887 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე"ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძე მათი პარტიის წევრი არ არის - ცესკოს ოფიციალური მონაცემებით კი 2024 წლის ენმ-ს საარჩევნო სიაში მანჯგალაძე მე-18 ნომრად ირიცხება887 ჩანაწერი · 13 მედია

რატი იონათამიშვილი – საქართველო არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ ველში აგენტურული ჯგუფები რჩებოდნენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველო არ იმსახურებს პოლიტიკურ ველში „აგენტურული ჯგუფების“ დარჩენას, ხოლო პარტიების აკრძალვის პროცესი ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი.

რატი იონათამიშვილი – საქართველო არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ ველში აგენტურული ჯგუფები რჩებოდნენ
პირველი არხი

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ეს ადამიანები არც პოლიტიკოსები არიან და არც პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენენ, ისინი არიან პროექტები უცხო ძალების ხელში, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღესაც მათი მიზნები არ შეცვლილა, თუმცა დავალებების შესრულებაში ოროსნები არიან.

„საქართველო არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ ველში აგენტურული ჯგუფები რჩებოდნენ. ამიტომ, ამ პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დაცვასა და განმტკიცებაში. სინამდვილეში, ისინი არც ოპოზიციას წარმოადგენენ და უკვე არც ამომრჩევლები არ ჰყავთ. რაც შეეხება პარტიების აკრძალვის პროცესს, ეს ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატი იონათამიშვილი – გახარიას პარტია „ნაცებისგან“ არ განსხვავდება, ლოგიკურია, რომ პარტიათა ჩამონათვალს, რომელიც ამ ქვეყნის საბოტაჟის მეტს არაფერს წარმოადგენს, გახარიების პარტიაც უნდა დაემატოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები