ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

CORE აკადემია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა CORE აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რაც ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

CORE აკადემია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა
CORE აკადემია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პარტნიორი გახდაინტერპრესნიუსი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა CORE აკადემიასთან (ჰონგ კონგი, ჩინეთი) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმი ქართველ და ჩინელ, აგრეთვე, აკადემიის წევრ მსოფლიოს ათობით ქვეყნის მეცნიერთან თანამშრომლობას, სამეცნიერო და პრაქტიკული ღონისძიებების დაგეგმვასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.

„მემორანდუმის ოფიციალურად გაფორმებასთან ერთად გრუნის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ, აკადემიის წევრებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია: „ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა - ერთი სარტყელი, ერთი გზა - ინიციატივის ფარგლებში და გლობალური ტურბულენტობის ფონზე“.

2026 წლის მონაცემებით, CORE აკადემიას 60-ზე მეტი ქვეყნის 250-ზე მეტი არჩეული წევრი (Fellow) და 600-ზე მეტი წევრი ჰყავს. მათ შორის, მისი წევრები არიან ნობელის ლაურეატებიც, მაგალითად, ფილიპ აგიონი, 2025 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში. აკადემიას ცენტრები აქვე ჩინეთის 5 დიდ ქალაქში: კუნშანიში (ძრავები და ენერგოსისტემები), ჭუძიში ( მასალათმცოდნეობა), ურუმჩიში (მწვანე ენერგია), შენჟენში (კვლევითი ინსტიტუტი), ასევე, ოფისი სიანში და სათავო ოფისი ჰონგ კონგში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები