ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ერაყმა ირანთან მდებარე შიბის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი უსაფრთხოების შემოწმების მიზნით დახურა

ერაყმა ირანთან მდებარე შიბის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი უსაფრთხოების ზომების შემოწმებისა და კონტრაბანდის აღმკვეთი აპარატურის დამონტაჟების მიზნით შემდგომ შეტყობინებამდე დახურა, რაც მგზავრებსა და კომერციულ ტრანსპორტს შეეხო.

ერაყმა ირანთან მდებარე შიბის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი უსაფრთხოების შემოწმების მიზნით დახურა
ერაყმა ირანთან მდებარე შიბის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი უსაფრთხოების შემოწმების მიზნით დახურაინტერპრესნიუსი

ერაყმა ირანთან მდებარე დატვირთული შიბის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი უსაფრთხოების ზომების გადახედვისა და აკრძალული მასალების კონტრაბანდის აღსაკვეთად სპეციალური აღმომჩენი მოწყობილობების დამონტაჟების მიზნით დახურა, - ინფორმაციას Reuters-ი ერაყის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს წყაროების ცნობით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მგზავრებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომერციული სატვირთო ავტომობილებისთვის შემდგომ შეტყობინებამდე დაკეტილი იქნება.

ერაყმა ირანთან კიდევ ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, შალამჩეს, დახურვის გადაწყვეტილება სექტემბერში მიიღო. ამის მიზეზი საუდის არაბეთზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ უსაფრთხოების ზომების გაძლიერება იყო. ერ-რიადმა მაშინ განაცხადა, რომ დრონები ერაყიდან გაუშვეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters - ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს აჭიანურებს, რათა აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები