პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წყალტუბოს ქუჩაზე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა

დიდუბეში, წყალტუბოს ქუჩაზე დემონტაჟებული ავტოფარეხების ადგილას 3 200 კვ.მ ფართობზე საზოგადოებრივი სივრცე, სპორტული მოედანი და პარკინგი ეწყობა, რის შესახებაც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

წყალტუბოს ქუჩაზე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა
რუსთავი 2

დიდუბის რაიონში, წყალტუბოს ქუჩის N9-ის მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ადგილზე, მოსახლეობის ჩართულობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.

"სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და მოწესრიგდება ასფალტის საფარი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოსასვენებელ სივრცესა და სპორტულ მოედანს, ასევე, გაკეთდება საპარკინგე სივრცე და სრულად განახლდება გამწვანების თარგები. საპარკო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, განხორციელდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები", - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დიდუბეში ახალი საზოგადოებრივი სივრცე ეწყობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები