თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შსს-ს ცნობით, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა დაზარალებულებს ცივი იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში თავს დაესხა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ცივი იარაღის დემონსტრირებით თანხა მოსთხოვა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა პოლიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ, ბრალდებულმა კი შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ციტატები სტატიიდან
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში თავს დაესხა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ცივი იარაღის დემონსტრირებით თანხა მოსთხოვა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა პოლიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ, ბრალდებულმა კი შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.