პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან” – COE-ს მინისტრების გადაწყვეტილებები “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმეებზე

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, შეწყვიტოს ბორდერიზაცია და შექმნას დევნილების უსაფრთხო დაბრუნების პირობები.

“გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან” – COE-ს მინისტრების გადაწყვეტილებები “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმეებზე
ალია

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები.

“ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა.

საქართველოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას:

შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან;

შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში;

შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს – მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და “განგრძობადი ოკუპაციის” საქმეებზე.

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.” – ნათქვამია განცხადებაში

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. იმედინიუსისამთავრობოევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
  2. რუსთავი 2სამთავრობოევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
  3. პირველი არხისამთავრობოიუსტიციის სამინისტრო – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
  4. POSTVსამთავრობოევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე
  5. რუსთავი 2სამთავრობოევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბექა ძამაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამართლებრივად სასამართლოს გადაწყვეტილებებში არის დადასტურებული - რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს 1990-იანი წლებიდანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები