ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ხოდა, ვისაც არ უყვარს 2012 წლამდე საქართველოს ხსენება…” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გასულ წელს საქართველოდან ემიგრაციაში 118 ათასი ადამიანი წავიდა, ხოლო ქვეყანაში 120 ათასი რუსი ჩამოსახლდა. მისი მტკიცებით, ივანიშვილი ხელისუფლებაში ქართველების გასაყრელად და მათი რუსებით ჩასანაცვლებლად მოვიდა.

,, ხოდა, ვისაც არ უყვარს 2012 წლამდე საქართველოს ხსენება…” – სააკაშვილი
,, ხოდა, ვისაც არ უყვარს 2012 წლამდე საქართველოს ხსენება…” – სააკაშვილიალია

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,საქართველო სისხლისგან იცლება. გასულ წელს კიდევ 118 ათასი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. ეს არის უზარმაზარი ტრაგედია და მთლიანად ანგრევს მითს ეკონომიკური ზრდის შესახებ.

ხოდა, ვისაც არ უყვარს 2012 წლამდე საქართველოს ხსენება, მაინც მინდა შევახსენო ჩემი პრეზიდენტობის 9 წლიდან 8 წელიწადი საქართველოში მეტი ბრუნდებოდა საცხოვრებლად, ვიდრე მიდიოდა, იმიტომ რომ ხალხს ჰქონდა იმედი.

იმისთვის რომ დაინახოთ რადიკალური განსხვავება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ დაახლოებით იმავე პერიოდში აქ ჩამოსახლდა 120 ათასი რუსი. ივანიშვილი აკეთებს იმას, რისთვისაც მოვიდა ხელისუფლებაში – საქართველოდან ყრის საძულველ ქართველებს და ანაცვლებს მისთვის უფრო კომფორტული რუსებით.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, ახლა მაინც იაქტიურეთ იმათ ვინც თავის დროზე გიჟად მაცხადებდა” – სააკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები