პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუბიოს განცხადებით, ბრალდებები, თითქოს უკრაინაში ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ აშშ კიევს სადაზვერვო ინფორმაციას არ აწვდის, აღმაშფოთებელია და სიმართლეს არ შეესაბამება

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, ბრალდებები, თითქოს უკრაინაში ადამიანები აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო იღუპებიან, აღმაშფოთებელია და სიმართლეს არ შეესაბამება.

რუბიოს განცხადებით, ბრალდებები, თითქოს უკრაინაში ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ აშშ კიევს სადაზვერვო ინფორმაციას არ აწვდის, აღმაშფოთებელია და სიმართლეს არ შეესაბამება
რუსთავი 2

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ბრალდებები, თითქოს უკრაინაში ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ აშშ კიევს სადაზვერვო ინფორმაციას არ აწვდის, აღმაშფოთებელია.

"ვნახე, რომ უკრაინის მთავრობასთან დაკავშირებულმა პირებმა განაცხადეს, თითქოს უკრაინაში ადამიანები იმიტომ იღუპებიან, რომ აშშ მათ ინფორმაციას არ აწვდის. ეს აღმაშფოთებელია, ეს მიუღებელია. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არაზუსტი ინფორმაცია", -აღნიშნა რუბიომ.

რუბიოს თქმით, დავდაცვის დეპარტამენტის ქმედებები უკრაინასთან მიმართებით უცვლელია.

"ყველაფერი, რასაც ისინი [თავდაცვის დეპარტამენტი] უკრაინასთან დაკავშირებით აკეთებდნენ, უცვლელი დარჩა. ამასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა“, - დასძინა რუბიომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობდა რაიმე მიზანმიმართული პოლიტიკური მითითება, რომლის მიზანიც უკრაინისთვის ზიანის მიყენება იყო.

რუბიოს განმარტებით, უკრაინას განზრახ არაფერს უზღუდავენ და უბრალოდ ბალანსის დაცვას ცდილობენ.

„უკრაინას განზრახ არაფერს ვუზღუდავთ. საქმე უბრალოდ ბალანსის დაცვაშია - ერთი მხრივ, ჩვენი სხვა პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს შორის, მეორე მხრივ კი, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენი საკუთარი ობიექტების საჭიროებებსა და მოთხოვნებს შორის", - განაცხადა მარკო რუბიომ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობორუბიო: ვნახე, რომ უკრაინის მთავრობასთან დაკავშირებულმა პირმა განაცხადა, თითქოს უკრაინაში ადამიანები იღუპებიან, რადგან აშშ მათ ინფორმაციას არ აწვდის. ეს სკანდალური განცხადებაა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"არ ვიცი, საიდან მოაქვს ეს ცნობები" - რუბიო უარყოფს ზელენსკის ცნობას აშშ-ის მიერ სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები