პრემიერი: ჩვენი მიზანია 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა დასრულდეს, ამის ერთ-ერთი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა. ჩვენი გეგმის თანახმად, უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა დასრულდეს, ხოლო 2030 წლისთვის სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე უწყვეტი, 4-ზოლიანი მაგისტრალი უზრუნველყოფილი იქნება.

ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გეგმის თანახმად, უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე.
"ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი, ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს. ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, რაც არის საზღვრებს შორის კავშირის გამარტივებისთვის მნიშვნელოვანი. უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის ჩვენი გეგმის თანახმად სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე. მათ შორის, თბილისსაც აუვლის გვერდს ეს ავტობანი და თბილისის განტვირთვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს ინვესტიცია აუცილებლად განხორციელდება", - განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.