პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე882 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა882 ჩანაწერი · 13 მედია

დავით მათიკაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილმა ფარ-ხმალი დაყარა

საქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

დავით მათიკაშვილის მტკიცებით, საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილმა ფარ-ხმალი დაყარა, ხოლო გახარიას პარტიის საკითხის გამოყოფის მოთხოვნაზე გადაწყვეტილება თავად მოსამართლეებმა უნდა მიიღონ.

დავით მათიკაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილმა ფარ-ხმალი დაყარა
პირველი არხი

საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილმა ფარ-ხმალი დაყარა, ნაწილი ხან რას იგონებს, ხან – რას, გახარიას პარტია მათი საკითხის გამოყოფას ითხოვს, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ყველაფერი გაუჭირდებათ, საზოგადოებისთვის საჯარო განხილვისას კიდევ უფრო მეტად იქნება დამჯერებელი და გასაგები კონსტიტუციური სარჩელის მოტივები და მიზნები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის პარტიაა, რომელმაც პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა და ბუჩქებში მანამდე ისხდნენ, სანამ 4 ოქტომბრის რევოლუციური პროცესი კრახით არ დასრულდა.

„ეს ის პარტიაა, რომელმაც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად სხვადასხვა საკრებულოში ალიანსები წარმატებით შექმნა. დედაპარტიასთან ერთად მათი საქმიანობის მიზანს ანტიკონსტიტუციური ქმედებები წარმოადგენდა. უნდა გამოიყოს თუ არა მათი საკითხი, მოსამართლეების ნაცვლად ამაზე ვერ ვიმსჯელებთ. ამაზე მოსამართლეებმა უნდა იმსჯელონ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი – გახარიას პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, დესტრუქციულ გზას აგრძელებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები