პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

TBC Capital-ში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას ელიან

საქართველოს ეროვნული ბანკი

TBC Capital-ის პროგნოზით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად დატოვებს, თუმცა წლის ბოლომდე მისი 8.5%-მდე გაზრდის ალბათობა რჩება.

TBC Capital-ში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას ელიან
BM.GE

TBC Capital-ი ელის, რომ ხვალინდელ სხდომაზე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად შეინარჩუნებს. ამის შესახებ მაკროეკონომიკურ განახლებაშია აღნიშნული.

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი.

TBC Capital-ში აღნიშნავენ იმასაც, რომ პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტები, წინა სხდომებთან შედარებით, უფრო ძლიერია.

"მომსახურების ინფლაციის მზარდი ტენდენცია, გლობალურად გამკაცრებულ ფინანსურ პირობებთან ერთად, განაკვეთის დამატებით გაზრდის არგუმენტია. მეორე მხრივ, უახლესი დინამიკის კუთხით არაერთგვაროვანი სურათი და მომდევნო წელს ინფლაციის მოსალოდნელი შემცირება - რაც დიდწილად საგარეო პირობებზეა დამოკიდებული - გადაწყვეტილებაზე საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებს. საბოლოო ჯამში, მოსალოდნელია, რომ ამ ეტაპზე კვლავ პროცესებზე შემდგომი დაკვირვება გაგრძელდება. დეკემბერში აშშ-სა და ევროზონაში საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინის ფონზე, ინფლაციის მდგრადი კომპონენტების შემდგომი გაძლიერება წლის ბოლომდე განაკვეთის 8.5%-მდე გამკაცრების ალბათობას გაზრდის", - განმარტავენ TBC Capital-ში.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ხვალ, მპკ-ის სხდომაა - Galt&Taggart-ის პროგნოზიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები