ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კიდევ ერთი საქმე წააგო "ოცნებამ" ევროსასამართლოში

საქართველოს პროკურატურა

გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, საქართველომ ევროსასამართლოში საქმე „ჭიღლაძე საქართველოს წინააღმდეგ“ წააგო, სადაც სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის აქციის დროს პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის საქმის არაეფექტური გამოძიების გამო წამების აკრძალვის პროცედურული დარღვევა დაადგინა.

კიდევ ერთი საქმე წააგო "ოცნებამ" ევროსასამართლოში
კიდევ ერთი საქმე წააგო "ოცნებამ" ევროსასამართლოშიTV პირველი

კიდევ ერთი საქმე წააგო საქართველომ ევროსასამართლოში პროკურატურის უმოქმედობის გამო - ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი, გიუორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2019 წლის 20 ივნისის საქმის გამოუძიებლობის გამო, ევროსასამართლომ საქმეზე - ჭიღლაძე საქართველოს წინააღმდეგ - დაადგინა რომ წამების აკრძალვის პროცედურული ნაწილი იყო დარღვეული. ანუ საქმე არ გამოიძიეს ეფექტურად.

ბურჯანაძის თქმით, ეს ადამიანი 2019 წლის 20 ივნისს ცემეს პოლიციელებმა ერთ-ერთ კორპუსის ეზოში, როცა ის თავის, აქციაზე მყოფ, შვილს ეძებდა.

მასალა ახლდება

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები