"თუ "ბარსელონასთან" ხვიჩა ამას გააკეთებს, ენრიკეს ადგილას ამ ყოველივეს კარგად არ მივიღებდი" - რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება
ჟურნალისტ დანიელ რიოლოს მტკიცებით, თუ ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ გაიბრწყინებს, ეს დაადასტურებს, რომ ის მატჩებს ირჩევს და მხოლოდ დიდ გუნდებთან თამაშობს, რაც მწვრთნელისთვის მიუღებელი უნდა იყოს.

ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის მე-3 ტურში დღეს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ "ბარსელონას" უმასპინძლებს. RMC-ის ჟურნალისტი დანიელ რიოლო პარიზელთა ქართველ ვარსკვლავს არ ეშვება.
როგორც მან აღნიშნული სუპერ მატჩის წინ განაცხადა, თუ დღეს კვარაცხელია დღევანდელ მატჩში კვლავ გაიბრწყინებს და თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს, მაშინ მის თეორიას საბოლოოდ დაამტკიცებს, რომ ქართველი მატჩებს ირჩევს და მხოლოდ დიდ გუნდებთან თამაშობს.
"თუ კვარაცხელია ხვალინდელ დაპირისპირებაში თავს ისე წარმოაჩენს, როგორც მას შეუძლია, ანუ გაიბრწყინებს, მაშინ უკვე ვიტყვი, რომ ეს საკმარისია! უკვე ნაცნობია თეორია, რომ ფეხბურთელები გარკვეულ მატჩებს ირჩევენ.
წარსულში ამაზე თვალს ვხუჭავდით და ყველასთვის ცხადი იყო, რომ პსჟ-ის ფეხბურთელებს ლიგა 1 არ აინტერესდებათ. ლიგა 1-ში ხვიჩა საშუალო დონის ფეხბურთელის თამაშს აჩვენებს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა რამ იქნება - ეს უკვე ზედმეტია.
თუ ხვალ კარგად ითამაშებს, მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამას კარგად არ მივიღებდი", - განაცხადა რიოლომ RMC radio-სთან საუბარში.
ციტატები სტატიიდან
„თუ კვარაცხელია ხვალინდელ დაპირისპირებაში თავს ისე წარმოაჩენს, როგორც მას შეუძლია, ანუ გაიბრწყინებს, მაშინ უკვე ვიტყვი, რომ ეს საკმარისია! უკვე ნაცნობია თეორია, რომ ფეხბურთელები გარკვეულ მატჩებს ირჩევენ. წარსულში ამაზე თვალს ვხუჭავდით და ყველასთვის ცხადი იყო, რომ პსჟ-ის ფეხბურთელებს ლიგა 1 არ აინტერესდებათ. ლიგა 1-ში ხვიჩა საშუალო დონის ფეხბურთელის თამაშს აჩვენებს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა რამ იქნება - ეს უკვე ზედმეტია. თუ ხვალ კარგად ითამაშებს, მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამას კარგად არ მივიღებდი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.