ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აზერბაიჯანი ისრაელისგან 235 მილიონი დოლარის სარაკეტო სისტემებს ყიდულობს – Globes

ქართული ოცნება

გამოცემა „გლობესის“ ცნობით, აზერბაიჯანი ისრაელის კომპანია „ელბიტ სისტემსისგან“ 235 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემებს ყიდულობს, რასაც ოფიციალური ბაქო ჯერჯერობით არ ადასტურებს.

აზერბაიჯანი ისრაელისგან 235 მილიონი დოლარის სარაკეტო სისტემებს ყიდულობს – Globes
აზერბაიჯანი ისრაელისგან 235 მილიონი დოლარის სარაკეტო სისტემებს ყიდულობს – Globesნეტგაზეთი

ისრაელის გავლენიანი ბიზნეს-ეკონომიკური გამოცემა „გლობესი“ წერს, რომ აზერბაიჯანი ისრაელის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანია „ელბიტ სისტემსისგან“ სარაკეტო სისტემებს შეიძენს. გარიგების ღირებულება 235 მილიონი დოლარია.

გამოცემის ცნობით, კომპანია „ელბიტ სისტემსმა“ განაცხადა, რომ ევროპელ ერთ-ერთ მომხმარებელთან 235 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. კომპანიას მყიდველის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა გამოცემა „გლობესი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ქვეყანა აზერბაიჯანია.

კონტრაქტი ისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და მყიდველი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა. მის შესრულებას სამი წელი დასჭირდება.

შეთანხმების თანახმად, „ელბიტ სისტემსი“ მყიდველს საშუალო სიშორის EXTRA-MR ტიპის რაკეტებს, PULS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, დამატებით სარაკეტო-საარტილერიო პლატფორმებსა და ლოგისტიკურ მხარდაჭერას მიაწვდის. EXTRA-MR ზუსტად დამიზნებადი რაკეტაა, რომელსაც 80 კილომეტრამდე მანძილზე მდებარე სამიზნეების გასანადგურებლად იყენებენ.

„გლობესის“ ცნობით, შეთანხმება აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის ბოლო პერიოდში კვლავ გაფართოების ფონზე გაფორმდა. გამოცემა ერთი კვირის წინაც წერდა, რომ ისრაელის კომპანია „არი არმსმა“ აზერბაიჯანში M4 ტიპის იარაღის საწარმოებლად ქარხანა აამუშავა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ 235 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი სწორედ მას ეხება.

გამოცემის ინფორმაციით, აზერბაიჯანი მანამდეც იყენებდა ისრაელში წარმოებულ სამხედრო ტექნიკას, მათ შორის Hermes 900-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს, Barak MX-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და Spike-ის ტიპის რაკეტებს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ოპოზიციის მასშტაბური მიტინგი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში (ვიდეო)წაიკითხე

უახლესი ამბები