მილანში მასობრივი პროტესტი და არეულობა მაროდიორობაში გადაიზარდა - სამართალდამცველებმა 27-ზე მეტი ახალგაზრდა დააკავეს, რომელთა უმეტესობა არასრულწლოვანია
მილანში მასობრივი პროტესტი და არეულობა მაროდიორობაში გადაიზარდა, რის გამოც სამართალდამცველებმა 27-ზე მეტი ახალგაზრდა დააკავეს, რომელთა 80% არასრულწლოვანია.

მილანში მასობრივი პროტესტი და არეულობა მაროდიორობაში გადაიზარდა. 17 ოქტომბრის დემონსტრაციების შემდეგ ქალაქში დარბევები და ძარცვები გაგრძელდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ უკანონობას მეტწილად ახალგაზრდები ჩადიან. გავრცელებული ცნობით, გუშინ სამართალდამცველებმა 27-ზე მეტი ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაგან 80% არასრულწლოვანია.
იტალიის მთავრობა ვანდალიზმისა და ძალადობრივი თავდასხმების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს, მათ შორის ძალადობაში მონაწილე არასრულწლოვანთა წინააღმდეგ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.