პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ოქტომბერს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რეგიონებში, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
იმედინიუსი

20 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმიანი დღეა. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმს. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი ამინდია. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

ნალექს ახალქალაქშიც ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +21, ღამით კი +8 დაფიქსირდება.

ბორჯომში ნალექიანი დღეა, +20 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება წვიმა.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 15 ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.

ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოროგორი ამინდი იქნება 21 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შიო მესამე: ვეცადოთ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელიწაიკითხე

უახლესი ამბები