ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა მემარცხენე ექსტრემისტებსა და მიგრანტებს დააკისრა და განაცხადა, რომ ისინი თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებენ.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრარუსთავი 2

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა საფრანგეთში, საპროტესტო აქციების ფონზე მომხდარ არეულობებში პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა.

"ყველა, ვინც პირდაპირ არ საუბრობს იმ ფაქტზე, რომ მემარცხენე ექსტრემისტები და მიგრანტების გარკვეული ჯგუფები ქუჩებში ერთიანდებიან დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ საბრძოლველად, ვერ ხვდება სიტუაციას", - განაცხადა კონსერვატორმა დობრინდტმა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის ქუჩებში მომხდარი ძალადობა მკაცრად დაგმო.

"ისინი, ვინც ქუჩებს ბრძოლის ველად აქცევენ, პოლიციელებს თავს ესხმიან და ადმინისტრაციულ შენობებს ცეცხლს უკიდებენ, უკეთესი განათლების მოთხოვნით არ გამოდიან - ისინი შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებენ ჩვენი თავისუფალი საზოგადოების და ცხოვრების წესის წინააღმდეგ", - განაცხადა დობრინდტმა.

საფრანგეთში უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. პროტესტი მოსწავლეებმა დაიწყეს, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მასწავლებლების ნაკლებობითა და სკოლებში არსებული მძიმე მდგომარეობით. საფრანგეთის პოლიციას დემონსტრაციების დროს ძალის გადამეტებულ გამოყენებაში ადანაშაულებენ.

მოგვიანებით, საპროტესტო მოძრაობას საზოგადოების სხვა ჯგუფებიც შეუერთდნენ, რის შედეგადაც ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. შაბათ-კვირას, საფრანგეთში ცხოვრების მაღალი გაძვირების წინააღმდეგ გამართულ საყოველთაო საპროტესტო აქციებს თან ახლდა არეულობა და ძარცვა. შექმნილი ვითარების საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ ცალკეულ ტერიტორიებზე ადგილობრივი კომენდანტის საათის დაწესების შესახებ განაცხადა.

საფრანგეთის მთავრობამ არეულობების ორგანიზებაში პასუხისმგებლობა მემარცხენე პოლიტიკურ წრეებს დააკისრა, თუმცა მიგრანტები პირდაპირ არ დაუდანაშაულებია.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, არეულობის შემდეგ გარეუბნებიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში ახალგაზრდა მამაკაცები ჩავიდნენ, რათა მაღაზიები გაეძარცვათ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველა, ვინც პირდაპირ არ საუბრობს იმ ფაქტზე, რომ მემარცხენე ექსტრემისტები და მიგრანტების გარკვეული ჯგუფები ქუჩებში ერთიანდებიან დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ საბრძოლველად, ვერ ხვდება სიტუაციას“
„ისინი, ვინც ქუჩებს ბრძოლის ველად აქცევენ, პოლიციელებს თავს ესხმიან და ადმინისტრაციულ შენობებს ცეცხლს უკიდებენ, უკეთესი განათლების მოთხოვნით არ გამოდიან - ისინი შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებენ ჩვენი თავისუფალი საზოგადოების და ცხოვრების წესის წინააღმდეგ“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის მთავრობა, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები