არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა. როგორც მან განმარტა, მან პარლამენტის სპიკერისგან პრემიერ-მინისტრის მოვალეობისგან გათავისუფლება მოითხოვა. კრისტერსონის თქმით, არჩევნების შედეგებმა შესაძლოა რთული პირობები შექმნა ახალი მთავრობის ფორმირებისთვის.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კერძოდ, შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, მან პარლამენტის სპიკერისგან გადადგომა მოითხოვა.
“ახლა [პარლამენტის] სპიკერი გადადგამს ახალი მთავრობის ფორმირებისკენ ნაბიჯებს…
არჩევნების შედეგებმა შესაძლოა რთული პირობები შექმნა შემდეგი მთავრობის ფორმირებისთვის, ვინაიდან, არჩევნების დღემდე პარტიების განსხვავებული განცხადებები შესაძლოა შეფერხებებს წარმოადგენდეს მთავრობის ყველა შესაძლო ფორმაციებისა და კოალიციებისთვის”, - განაცხადა კრისტერსონმა.
ცნობისთვის, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ 50,359 ხმის სხვაობით მოიგო.
კრისტერსონის თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრის პოვნა, რომელსაც პარლამენტი დაუჭერს მხარს, კონსტრუქციულ გახსნილობას მოითხოვს პარლამენტში მოხვედრილი პარტიებისგან.
“იმისთვის, რომ ეს საქმიანობა დაუყოვნებლივ დაიწყოს, მოვითხოვ პრემიერ-მინისტრის მოვალეობისგან გათავისუფლებას,” - განაცხადა კრისტერსონმა.
ციტატები სტატიიდან
„ახლა [პარლამენტის] სპიკერი გადადგამს ახალი მთავრობის ფორმირებისკენ ნაბიჯებს… არჩევნების შედეგებმა შესაძლოა რთული პირობები შექმნა შემდეგი მთავრობის ფორმირებისთვის, ვინაიდან, არჩევნების დღემდე პარტიების განსხვავებული განცხადებები შესაძლოა შეფერხებებს წარმოადგენდეს მთავრობის ყველა შესაძლო ფორმაციებისა და კოალიციებისთვის“
„იმისთვის, რომ ეს საქმიანობა დაუყოვნებლივ დაიწყოს, მოვითხოვ პრემიერ-მინისტრის მოვალეობისგან გათავისუფლებას,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.