ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილი

ქართული ოცნება

პოლიტიკოს დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, პოლიტიკური ველიდან ირაკლი კობახიძის გარემოცვის ეტაპობრივი გაყვანა და უფრო მორჩილი კადრებით ჩანაცვლება დაიწყება. მისი თქმით, კობახიძე პრემიერად მხოლოდ პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის დასრულებამდე დარჩება.

პოლიტიკოსი, დიმიტრი ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერად იქამდე დარჩება, ვიდრე პარტიების აკრძალვის სარჩელს საკონსტიტუციო ბოლომდე არ მიიყვანს, რადგან ეს პროცესი სწორედ მისი დაწყებულია.

როგორც მან დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, კობახიძემ ზურგი უნდაა გაუმაგროს ამ ხალხს, რომ შიდა რჩევები არ დაიწყოს და არ აფეთქდეს სიტუაცია.

კობახიძე ამ განხილვების დროს უნდა იყოს და ზურგი გაუმაგროს ამ ხალხს. რყევები არ უნდა დაიწყოს, სანამ სარჩელი არის, რომ არ აფეთქდეს სიტუაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, დაიწყებს ცალკეული ადამიანების, ვინც ითვლება მაგალითად კობახიძის მეგობრად, პოლიტიკური ველიდან გაყვანას, ზოგი შეიძლება საელჩოში გაუშვან, ზოგი სადღაც, მაგრამ ნელ-ნელა მოხდება მათი დასუსტება და ახალი, უფრო მორჩილი და არაორაზროვანი პოლიტიკური ადამიანების შემოყვანა სიიდან. როდის და რა ეტაპზე გააკეთებენ არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მთავრობამ თავისი ამოწურა, და ვეღარ არსულებს იმ ამოცანებსაც კი, რომელსაც ქართული ოცნების ლიდერი უსვამთ მათ, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო სარჩელში მარტივი საკითხია დასმული, ეს პარტიები არ აღიარებენ კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები