ვენის კონვენციაში ნათლად არის ჩაწერილი, რომ დიპლომატს არ აქვს უფლება, ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში - გიორგი ზურაბაშვილი
1961 წლის ვენის კონვენციით დიპლომატს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ზურაბაშვილმა. მისი თქმით, სამინისტრო მზადაა მოუსმინოს დიპლომატების კრიტიკას, თუმცა ამავდროულად დაიცვას ქვეყნის ინტერესები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, "დებატების" ეთერში, დიპლომატის უფლებამოსილებასა და იმ საზღვრებზე საუბრობს, რომელიც, ჯერ კიდევ 1961 წელს, ვენის კონვენციამ განსაზღვრა.
"ყველაზე მთავარი, რასაც ელჩი და დიპლომატი უნდა ემსახურებოდეს, ეს არის თანამშრომლობა, ხიდების მშენებლობა და მეგობრობა.
ეს არის უმთავრესი, რაც დიპლომატს მოეთხოვება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ელჩს აკისრია მრავალი ფუნქცია: ის წარადგენს თავის ხელისუფლებას, ხალხსა და ქვეყანას. ამასთან ერთად, მას ევალება ინფორმაციის შეგროვება იმის შესახებ, თუ რა ხდება მასპინძელ ქვეყანაში, შეხვდეს უსაფრთხოების გუნდს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია დიალოგის წარმართვაა, რადგან სიტყვა დიპლომატის მთავარი იარაღია. როდესაც ელჩი უცხო ქვეყანაშია მივლინებული, მისი მთავარი პარტნიორი საგარეო საქმეთა სამინისტროა. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ღიაა ყველა აკრედიტებული დიპლომატისთვის - ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა მათთან, მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ კრიტიკასა და მოსაზრებებს და, ამავდროულად, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.
რაც შეეხება ზღვარს კომპეტენციასა და შიდა საქმეებში ჩარევას შორის - ამას არცერთი მთავრობა და ხელისუფლება არ აწესებს. ამას ზუსტად განსაზღვრავს 1961 წლის ვენის კონვენცია, სადაც ნათლად არის ჩაწერილი, რომ დიპლომატს არ აქვს უფლება, ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში," - აცხადებს ზურაბაშვილი.
ციტატები სტატიიდან
„ყველაზე მთავარი, რასაც ელჩი და დიპლომატი უნდა ემსახურებოდეს, ეს არის თანამშრომლობა, ხიდების მშენებლობა და მეგობრობა. ეს არის უმთავრესი, რაც დიპლომატს მოეთხოვება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ელჩს აკისრია მრავალი ფუნქცია: ის წარადგენს თავის ხელისუფლებას, ხალხსა და ქვეყანას. ამასთან ერთად, მას ევალება ინფორმაციის შეგროვება იმის შესახებ, თუ რა ხდება მასპინძელ ქვეყანაში, შეხვდეს უსაფრთხოების გუნდს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია დიალოგის წარმართვაა, რადგან სიტყვა დიპლომატის მთავარი იარაღია. როდესაც ელჩი უცხო ქვეყანაშია მივლინებული, მისი მთავარი პარტნიორი საგარეო საქმეთა სამინისტროა. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ღიაა ყველა აკრედიტებული დიპლომატისთვის - ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა მათთან, მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ კრიტიკასა და მოსაზრებებს და, ამავდროულად, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. რაც შეეხება ზღვარს კომპეტენციასა და შიდა საქმეებში ჩარევას შორის - ამას არცერთი მთავრობა და ხელისუფლება არ აწესებს. ამას ზუსტად განსაზღვრავს 1961 წლის ვენის კონვენცია, სადაც ნათლად არის ჩაწერილი, რომ დიპლომატს არ აქვს უფლება, ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.