ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი

„ხეტაფეს“ პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა განაცხადა, რომ კლუბი 40 წლის სერხიო რამოსთან კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, რითაც საბა საზონოვის პოზიციაზე ახალი კონკურენტი გამოჩნდება.

საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი
საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორისპორტალი

ცენტრალურ მცველს საბა საზონოვს „ხეტაფეში“ თამაში ისედაც იშვიათად უწევს, ახლა კი მის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის დამატებას აპირებენ.

კლუბის პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა განაცხადა, რომ 40 წლის სერხიო რამოსთან გეგმავენ კონტრაქტის გაფორმებას.

„სერხიოს ძმა, მისი აგენტი მესაუბრა. შეიძლება ჩვენთან გადმოვიდეს. გარკვეული პერიოდია ამის სურვილი გვაქვს“, - განაცხადა ანხელ ტორესმა რადიო „ნასიონალის“ ეთერში.

თუმცა, გუნდის მწვრთნელის ხოსე ბორდალასის მთავარი ამოცანა შემადგენლობის გარემარბებით გაძლიერება და არა ცენტრალური მცველის დამატებაა, რადგან ამ პოზიციაზე ექვსი გამოცდილი მოთამაშე ჰყავთ.

სერხიო რამოსმა „მონტერეი“ 2026 წლის იანვარში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდაა. მისი საბაზრო ფასი 800 ათასი ევროა.

„ხეტაფემ“ უკვე დაიმატა დანი კარვახალი და შეიძლება ჯეიდონ სანჩო და დანი პარეხო გადაიბიროს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სერხიოს ძმა, მისი აგენტი მესაუბრა. შეიძლება ჩვენთან გადმოვიდეს. გარკვეული პერიოდია ამის სურვილი გვაქვს“
ანხელ ტორესი
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურაწაიკითხე

უახლესი ამბები