,,მანანა კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია!“ – ლაშა ფარულავა
ლაშა ფარულავას მტკიცებით, მანანა კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია და ივანიშვილი დასავლური პარტიების გაუქმებას აპირებს.

ნაცმოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა მანანა კობახიძის განცხადებას ეხმაურება:
,,მანანა კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია!
კრემლის დავალებით, ოლიგარქი ივანიშვილი დასავლური პოლიტიკური პარტიების გაუქმებას აპირებს და ამ ცინიკური გადაწყვეტილების გასამართლებლად უკრაინასა და მოლდოვაში პრორუსული პარტიების აკრძალვის პრაქტიკა მოჰყავს მაგალითად.
ამას აკეთებენ ანწუხელიძის, შინდისის გმირების, რომელაშვილებისა და 9 აპრილის გმირების ქვეყანაში.
გამოფხიზლებისა და მოქმედების დროა!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.