ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"გახსოვდეთ:ყოველთვის იყავით სიმართლის მხარეს და არა-ნეიტრალურნი“ - ქრისტიან ამანპური CNN-ს დატოვებს

CNN-ის მთავარმა საერთაშორისო წამყვანმა კრისტიან ამანპურმა არხთან 43-წლიანი თანამშრომლობის დასრულება გადაწყვიტა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელის, მარკ ტომპსონის ინფორმაციით, ამანპური CNN-ს საბოლოოდ მომავალი წლის ივნისში დატოვებს.

"გახსოვდეთ:ყოველთვის იყავით სიმართლის მხარეს და არა-ნეიტრალურნი“ - ქრისტიან ამანპური CNN-ს დატოვებს
"გახსოვდეთ:ყოველთვის იყავით სიმართლის მხარეს და არა-ნეიტრალურნი“ - ქრისტიან ამანპური CNN-ს დატოვებსBM.GE

CNN-ის ლეგენდამ, არხის მთავარმა საერთაშორისო წამყვანმა კრისტიან ამანპურმა დღეს განაცხადა, რომ მომავალი წლის ივნისში CNN-თან თანამშრომლობას დაასრულებს.

„მრავალთვიანი ფიქრისა და რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ, გადავწყვიტე, დავემშვიდობო CNN-ს რომელთან ერთადაც 43 ფანტასტიკური წელი გავატარე!“ - აღნიშნა ამანპურმა განცხადებაში.

68 წლის ამანპურმა განაცხადა, რომ „მოუთმენლად ელის ახალ, საინტერესო პროექტებს. ის ყოველთვის უგულშემატკივრებს CNN-ს და მხარს დაუჭერს არხის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ტრადიციას.

გახსოვდეთ: ყოველთვის იყავით სიმართლის მხარეს და არა - ნეიტრალურნი“.

ამანპური, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც უშიშარი კორესპონდენტი, 2009 წლიდან CNN International-ზე საკუთარი სახელწოდების მქონე ყოველდღიურ ინტერვიუ-გადაცემას უძღვება.

2027 წლის იანვრიდან გადაცემა კვირაში ერთხელ გავა ეთერში - მაისამდე, როდესაც ის საბოლოოდ დასრულდება.

CNN-ის ხელმძღვანელმა, მარკ ტომპსონმა, ამანპურის გადაწყვეტილების შესახებ კოლეგებს ორშაბათს დილით გაგზავნილ წერილში აცნობა. „კრისტიანმა ეს გადაწყვეტილება კარგად აწონ-დაწონა; ჩვენ ამ საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ, - წერს ტომპსონი. — ისევე, როგორც CNN-ის ბევრი თანამშრომელი, ვინც დღეს ამ სიახლეს გაიგებს, მეც ძალიან ვწუხვარ მისი წასვლის გამო, თუმცა მესმის, რომ მისთვის ეს სწორი დროა - როგორც პირადი, ისე პროფესიული თვალსაზრისით“.

ტომპსონმა მას უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საყვარელი ჟურნალისტი“ და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „მომავალ წელს, მის წასვლამდე“ სათანადოდ აღნიშნავს მის ღვაწლს.

ამანპურმა განაცხადა, რომ გააგრძელებს პოდკასტს „The Ex Files“, რომელსაც ყოფილ მეუღლესთან, ჯეიმი რუბინთან ერთად უძღვება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მრავალთვიანი ფიქრისა და რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ, გადავწყვიტე, დავემშვიდობო CNN-ს რომელთან ერთადაც 43 ფანტასტიკური წელი გავატარე!“
„ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საყვარელი ჟურნალისტი“
„მოუთმენლად ელის ახალ, საინტერესო პროექტებს. ის ყოველთვის უგულშემატკივრებს CNN-ს და მხარს დაუჭერს არხის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ტრადიციას. გახსოვდეთ: ყოველთვის იყავით სიმართლის მხარეს და არა - ნეიტრალურნი“
კრისტიან ამანპური
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"გახსოვდეთ:ყოველთვის იყავით სიმართლის მხარეს და არა-ნეიტრალურნი“ - ქრისტიან ამანპური CNN-ს ტოვებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები