ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა • POSTV

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა. ახალი რეკრეაციული სივრცე თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებამაც 21 756 964 ლარი შეადგინა, ტერიტორიაზე სავარჯიშო, სპორტული და საბავშვო სივრცეები, ველობილიკები, შადრევანი და სხვა ინფრასტრუქტურა მოწყობილ იქნა.

სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა • POSTV
სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა • POSTVPOSTV

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნის პარკის შემდეგ.

ახალ მოწყობილი პარკი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ახალი პარკის სახით. ჩვენს დედაქალაქს ყველანაირად მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცე შეემატა. რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა არც გზები და არც სხვა ინფრასტრუქტურა, დღეს კი ყველაფერი მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში დაირგო ხე-მცენარეები, დამონტაჟდა ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის შეიქმნა შესაბამისი სივრცე, სადაც შეძლებენ გართობას, დასვენებას, ვარჯიშს და ა.შ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ სამუშაოებს. ჩვენთვის არ არსებობს ცენტრალური და მეორეხარისხოვანი უბნები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა რაიონი, ყველა უბანი იყოს თანაბრად განვითარებული. შესაბამისად, საამაყოა, რომ სიდიდით მეორე პარკი დედაქალაქში სწორედ სამგორის რაიონში გაიხსნა. მეც გახარებული ვარ თქვენთან ერთად და მინდა, ერთი რამ გთხოვოთ: მოვუაროთ ამ სივრცეს. ეს თქვენი სივრცეა, რომელსაც თქვენი შვილები, შვილიშვილები გამოიყენებენ ყოველდღიურ რეჟიმში. ასე რომ, ერთად მოვუაროთ მას და შევინარჩუნოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. კერძოდ, განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტ პარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი, მცირე ზომის ველოტრეკი და კინოლოგიური სივრცე.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. დაირგო 13 873 ძირი ნერგი და დაითესა ბალახი. სამუშაოების ღირებულებამ 21 756 964 ლარი შეადგინა.

ახალგახსნილი პარკი დედაქალაქის მერთან ერთად მისმა მოადგილეებმა – ანდრია ბასილაიამ და ირაკლი ბენდელიანმა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, ასევე დედაქალაქის მთავრობისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ახალი პარკის სახით. ჩვენს დედაქალაქს ყველანაირად მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცე შეემატა. რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა არც გზები და არც სხვა ინფრასტრუქტურა, დღეს კი ყველაფერი მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში დაირგო ხე-მცენარეები, დამონტაჟდა ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის შეიქმნა შესაბამისი სივრცე, სადაც შეძლებენ გართობას, დასვენებას, ვარჯიშს და ა.შ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ სამუშაოებს. ჩვენთვის არ არსებობს ცენტრალური და მეორეხარისხოვანი უბნები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა რაიონი, ყველა უბანი იყოს თანაბრად განვითარებული. შესაბამისად, საამაყოა, რომ სიდიდით მეორე პარკი დედაქალაქში სწორედ სამგორის რაიონში გაიხსნა. მეც გახარებული ვარ თქვენთან ერთად და მინდა, ერთი რამ გთხოვოთ: მოვუაროთ ამ სივრცეს. ეს თქვენი სივრცეა, რომელსაც თქვენი შვილები, შვილიშვილები გამოიყენებენ ყოველდღიურ რეჟიმში. ასე რომ, ერთად მოვუაროთ მას და შევინარჩუნოთ“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“ღატაკი ქალაქის კორუმპირებული მერი” – რა მოხდა სამგორშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები