ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპული კომპანიები ვაშინგტონის მხრიდან გამანადგურებელი საპასუხო ზომების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ ბრიუსელი ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის SpaceX-ს, ბაზარზე წვდომას შეუზღუდავს - ევროკავშირში აშშ-ის ელჩი

ევროკავშირში აშშ-ის ელჩი ენდრიუ პაზდერი აცხადებს, რომ ევროპული კომპანიები ვაშინგტონისგან გამანადგურებელ საპასუხო ზომებს მიიღებენ, თუ ბრიუსელი SpaceX-სა და სხვა ამერიკულ კომპანიებს ბაზარზე წვდომას შეუზღუდავს.

ევროპული კომპანიები ვაშინგტონის მხრიდან გამანადგურებელი საპასუხო ზომების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ ბრიუსელი ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის SpaceX-ს, ბაზარზე წვდომას შეუზღუდავს - ევროკავშირში აშშ-ის ელჩი
ევროპული კომპანიები ვაშინგტონის მხრიდან გამანადგურებელი საპასუხო ზომების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ ბრიუსელი ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის SpaceX-ს, ბაზარზე წვდომას შეუზღუდავს - ევროკავშირში აშშ-ის ელჩირუსთავი 2

ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა ენდრიუ პაზდერმა განაცხადა, რომ ევროპული კომპანიები ვაშინგტონის მხრიდან "გამანადგურებელი" საპასუხო ზომების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ ბრიუსელი განაგრძობს გეგმების განხორციელებას, რომლებიც ევროპული ბაზრის გარკვეულ სეგმენტებზე ამერიკელი კონკურენტების, მათ შორის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ისთვის, წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

ენდრიუ პაზდერის გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროკომისიამ მიმდინარე წელს წარადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც, რადიოსიხშირული სპექტრის ნაწილი, რომელიც სმარტფონებს თანამგზავრებთან პირდაპირ დაკავშირების საშუალებას აძლევს, მხოლოდ ევროპული კომპანიებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამის სიხშირეებზე წვდომა შეეზღუდებათ ამერიკულ და ჩინურ კომპანიებს.

კითხვაზე, უნდა უფრთხოდნენ თუ არა ევროპული კომპანიები აშშ-ის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომებს, პაზდერმა Financial Times-ს განუცხადა, რომ "მათ ამგვარი სცენარის განვითარების შესაძლებლობა უნდა გაითვალისწინონ, რადგან აშშ-ის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებმა შესაძლოა ევროპულ კომპანიებს უმძიმესი ზიანი მიაყენოს, განსაკუთრებით ამერიკული ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებით".

ევროკავშირის მიერ სიხშირული სპექტრის განაწილების წესებში შეთავაზებულ ცვლილებებს SpaceX-ის მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე კრიტიკა. კომპანიამ გააფრთხილა ევროპული მხარე, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა უკრაინაში ინტერნეტკავშირის ხარისხი გააუარესოს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, Starlink-ი ქვეყნის სამოქალაქო და სამხედრო კომუნიკაციების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეთავაზებული ცვლილებები ევროპის ტექნოლოგიური სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ მიმართული უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია.

ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობენ, შეამცირონ დამოკიდებულება ამერიკულ ტექნოლოგიებზე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის არაპროგნოზირებადობასთან დაკავშირებული შეშფოთება, ასევე ის რისკები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უცხოურ კომპანიებზე დამოკიდებულებას ახლავს.

ევროკომისიამ წარადგინა კანონის პროექტი ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესახებ (Cloud and AI Development Act), რომელიც სენსიტიური მონაცემების დამუშავებისთვის განკუთვნილი ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერებს ციფრული სუვერენიტეტის მოთხოვნებს დაუწესებს. ამავდროულად, ინიციატივა მიზნად ისახავს ევროპული ტექნოლოგიური კომპანიების ზრდისა და გაფართოების ხელშეწყობას, რათა მათ შეძლონ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების ალტერნატივების შეთავაზება.

პაზდერმა განაცხადა, რომ აღიარებს ევროპის უფლებას, დაიცვას მთავრობისთვის სენსიტიური ინფორმაცია, თუმცა გააფრთხილა ევროპული მხარე, რომ საკანონმდებლო რეგულაციები არ უნდა გამოიყენონ ადგილობრივი კომპანიებისთვის უპირატესობის მისანიჭებლად, ამერიკელი კონკურენტების საზიანოდ.

"თუ ამ კანონმდებლობის მიზანი შეერთებული შტატების კონკურენტუნარიანობის შემცირებაა, მიმაჩნია, რომ ეს ასეთი ტიპის საკანონმდებლო ინიციატივის ლეგიტიმური მიზანი არ არის. არ შეიძლება ევროპული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდა ამერიკული კომპანიების კონკურენტუნარიანობის შემცირების ხარჯზე", - განაცხადა პაზდერმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათ ამგვარი სცენარის განვითარების შესაძლებლობა უნდა გაითვალისწინონ, რადგან აშშ-ის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებმა შესაძლოა ევროპულ კომპანიებს უმძიმესი ზიანი მიაყენოს, განსაკუთრებით ამერიკული ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებით“
„თუ ამ კანონმდებლობის მიზანი შეერთებული შტატების კონკურენტუნარიანობის შემცირებაა, მიმაჩნია, რომ ეს ასეთი ტიპის საკანონმდებლო ინიციატივის ლეგიტიმური მიზანი არ არის. არ შეიძლება ევროპული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდა ამერიკული კომპანიების კონკურენტუნარიანობის შემცირების ხარჯზე“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ში უკრაინის ელჩი - უკრაინაში Starlink-ის დაკავშირებულობა ბოლომდე ჯერ არ აღდგენილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები