ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გორში, მშვიდობის ქუჩაზე ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა. დაშავებული გორის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია, მომხდარზე კი შსს-მ გამოძიება დაიწყო.

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდაინტერპრესნიუსი

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა. შემთხვევა კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა.

კერძოდ, მშვიდობის ქუჩაზე მოძრავი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შეჯახების შედეგად შუახნის ასაკის ქალმა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებული გორის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავარიას ქვეითი ემსხვერპლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები