სოფელ გაშფერდში მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაშფერდში გზის რეაბილიტაცია 686 391 ლარის ადგილობრივი დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მისი პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.

ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაშფერდში გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.
სოფელ გაშფერდში მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის ხიდი, ეზოსთან მისასვლელები, სანიაღვრე არხი, საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 686 391 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.