კახა კალაძე – საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მმართველი გუნდის პოლიტიკამ შექმნა. მისი თქმით, მიუხედავად მუქარებისა და ცილისწამებისა, ხელისუფლების პრინციპული პოზიცია მშვიდობის შენარჩუნებაა, რაც საბოლოოდ ეკონომიკაზე აისახება.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური ტენდენციაა, ქვეყანა წინ მიდის, ამის შესაძლებლობა კი შექმნა იმ პოლიტიკამ, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 60.3 პროცენტით გაიზარდა.
„ზოგადად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან პოზიტიური ტენდენცია გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, ადგილობრივი ბიზნესი წინ მიდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითია. იმას, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რა ხდება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში, თუ როგორი რთული, დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ყველა კარგად ხედავთ. ის, რომ დღეს საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. მიუხედავად უამრავი შეურაცხყოფისა, არასამართლიანი დამოკიდებულებისა, მუქარებისა, ცილისწამებისა, ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია – ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება თანმდევი პროცესები. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე. ეკომონიკურ განვითარებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიკახა კალაძე: საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს
- ინტერპრესნიუსიკახა კალაძე - ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითია, ამის შესაძლებლობა მოგვცა პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს
- რუსთავი 2კახა კალაძე: საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს
ციტატები სტატიიდან
„ზოგადად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან პოზიტიური ტენდენცია გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, ადგილობრივი ბიზნესი წინ მიდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითია. იმას, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რა ხდება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში, თუ როგორი რთული, დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ყველა კარგად ხედავთ. ის, რომ დღეს საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. მიუხედავად უამრავი შეურაცხყოფისა, არასამართლიანი დამოკიდებულებისა, მუქარებისა, ცილისწამებისა, ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია – ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება თანმდევი პროცესები. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე. ეკომონიკურ განვითარებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.