ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პუტინმა მხარი დაუჭირა 2024 წლიდან ყველაზე მასშტაბურ სამთავრობო ცვლილებებს

ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა რუსეთის მთავრობაში მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს, რომელთა ფარგლებშიც ვიცე-პრემიერებად ანტონ სილუანოვი, ოლეგ კოჟემიაკო, ანდრეი ნიკიტინი და ირინა ოკლადნიკოვა ინიშნებიან. ეს 2024 წლის მაისის შემდეგ მინისტრთა კაბინეტში უმსხვილესი გადაადგილებაა.

პუტინმა მხარი დაუჭირა 2024 წლიდან ყველაზე მასშტაბურ სამთავრობო ცვლილებებს
პუტინმა მხარი დაუჭირა 2024 წლიდან ყველაზე მასშტაბურ სამთავრობო ცვლილებებსრადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა 19 ოქტომბერს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წარუდგინა წინადადებები მთავრობაში საკადრო ცვლილებების თაობაზე. პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ყველა შემოთავაზებულ კანდიდატურას - იუწყება კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი.

ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. ამ პოსტზე იგი უკვე მუშაობდა 2018-2020 წლებში - მაშინ ის იყო მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე.

პრომორსკის მხარის გუბერნატორი, ოლეგ კოჟემიაკო დამატებით ინიშნება ვიცე-პრემიერად - პრეზიდენტის უფლებამოსილ წარმომადგენლად შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში. ამ პოსტს ამჟამად იური ტრუტნევი იკავებს.

ვიცე-პრემიერი ხდება ტრანსპორტის მინისტრი, ანდრეი ნიკიტინიც. ამ სამინისტროს მის ნაცვლად უხელმძღვანელებს როსავიაციის დირექტორი, დმიტრი იადროვი.

მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის - ვიცე-პრემიერის პოსტზე - წარდგენილია ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ირინა ოკლადნიკოვა. მან დმიტრი გრიგორიენკო უნდა შეცვალოს.

ეს უმსხვილესი გადაადგილებებია რუსეთის ხელისუფლებაში მას მერე, რაც 2024 წლის მაისში მთავრობა დაკომპლექტდა. შემოთავაზებული კანდიდატურები სახელმწიფო სათათბირომ უნდა დაამტკიცოს.

გამოცემა "პროექტს" გამოძიებული აქვს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახური და საქმიანი კავშირები. კერძოდ, გამოძიებით გამოჩნდა, რომ სახელმწიფო სამსახურში გადასვლამდე ანდრეი ნიკიტინი დაკავშირებული იყო კომპანიებთან, რომლებსაც პუტინთან დაახლოებულ მეწარმესთან, არკადი როტებნერგთან აქვთ საქმიანი ურთიერთობა.

ოლეგ კოჟემიაკო 2001 წლიდან იკავებს ხელმძღვანელ თანამდებობებს შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში. ის ხელმძღვანელობდა კორიაკის ავტონომიურ ოლქს, ამურის და სახალინის ოლქებს, 2018 წლიდან ხელმძღვანელობს პრიმორსკის მხარეს.

"პროექტმა" დაადგინა, რომ მისი სახელმწიფო სამსახურის პერიოდში კომერციული აქტივები ფორმდებოდა ახლო ნათესავებზე, მათ შორის მის დაზე, ვაჟზე და ცოლზე.

კოჟემიაკოს ოჯახი ფლობდა წილებს თევზჭერის საწარმოებში. გამოძიების თანახმად, რეგიონებში, რომლებსაც იგი ხელმძღვანელობდა, მის ნათესავებთან დაკავშირებული კომპანიები მილიარდობით რუბლის ოდენობის ბიზნესებს ფლობდნენ.

ირინა ოკლადნიკოვა არის ანდრეი ვოლფის შვილი. ვოლფი უწინ ინვესტიციებისა და ინოვაციების მინისტრი იყო კრასნოიარსკის მხარეში, შემდეგ რეგიონს ფედერალურ ხელისუფლებაში წარმოადგენდა. მისი ძმა, ალექსანდრ ვოლფი "პროექტის" მონაცემებით 2021 წლიდან მუშაობდა ფონდში "ინოპრაქტიკა", რომელსაც პუტინის შვილი, კატერინა ტიხონოვა ხელმძღვანელობს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მილანში კვირას მომხდარი არეულობების დროს იტალიის პოლიციამ 271 ადამიანი დააკავაწაიკითხე

უახლესი ამბები