ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ComCom-ის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა ციფრულ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ComCom - კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა EPRA-ს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ციფრულ მედიაში ბავშვთა დაცვა და სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული სამართლებრივი გამოწვევები განიხილეს.

ComCom-ის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა ციფრულ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ComCom-ის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა ციფრულ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ციფრულ მედიაში ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვის საკითხებს ეხებოდა.

თემატური სესიის ფარგლებში მონაწილეებმა ონლაინ გარემოში არასრულწლოვანთა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასაკობრივი შეზღუდვებისა და სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვის დანერგვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გამოწვევებს, ასევე სწრაფად ცვალებად მედიაგარემოში ეფექტიანი მარეგულირებელი სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების საკითხებზე.

აღნიშნულ თემებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მარეგულირებელ ორგანოებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ სხვადასხვა მიდგომას ბავშვებისა და ახალგაზრდების ონლაინ სივრცეში დაცვის მიმართულებით. კომუნიკაციების კომისიისთვის ციფრულ გარემოში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება პრიორიტეტულია.

EPRA-ს 64-ე შეხვედრის მიზანი წევრ მარეგულირებელ ორგანოებსა და მუდმივ დამკვირვებლებს შორის აუდიოვიზუალურ სფეროში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება იყო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ EPRA-ს 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები