ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნორვეგიის გეოტექნიკურ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება: სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს NGI-ის რეგიონული მენეჯერი რაჯინდერ ბჰასინი ეწვია.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები იმყოფებიან
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები იმყოფებიანინტერპრესნიუსი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენი ფაკულტეტის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. ეს კავშირები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, კვლევითი საქმიანობის გასაძლიერებლად და საგანმანათლებლო პროგრამების დარგის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ იტალიის მილანის უნივერსიტეტის UNIMONT HUB-ის კვლევით ცენტრთან, შოტლანდიის მაღალმთიანი რეგიონებისა და კუნძულების უნივერსიტეტთან (University of the Highlands and Islands – UHI) და ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (BOKU). სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობა ქმნის საფუძველს გამოცდილების გასაზიარებლად, ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივების განსახორციელებლად და მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების თანამედროვე მიდგომების შესასწავლად“
ნოე ხოზრევანიძე
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებაა. ჩვენი ფაკულტეტი აერთიანებს სამთო საქმის, გამოყენებითი გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების, საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის, შრომის უსაფრთხოებისა და მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებს. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით არ შემოიფარგლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს განვითარება, რომელშიც აკადემიური ცოდნა მჭიდროდ იქნება დაკავშირებული პრაქტიკულ საქმიანობასთან, ინოვაციურ კვლევებთან და თანამედროვე საინჟინრო გამოწვევების გადაჭრასთან. ამ თვალსაზრისით, ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლის, დოქტორ რაჯინდერ ბჰასინის მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ფაკულტეტისთვის. NGI საერთაშორისო მასშტაბით საქმიანობს გეოტექნიკის, კლდოვანი ქანების მექანიკის, გრუნტების საინჟინრო თვისებების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების უსაფრთხოების მიმართულებებით. ვფიქრობთ, NGI-სთან თანამშრომლობამ შესაძლოა შექმნას ახალი შესაძლებლობები ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობისთვის, პროფესიული ცოდნის გაზიარებისა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში პერსპექტიულად მიგვაჩნია თემატური სამეცნიერო სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, თანამედროვე კვლევითი მეთოდების განხილვა, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ერთობლივი პროექტების მომზადება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის კონკრეტული ფორმები განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებული პრიორიტეტების, არსებული შესაძლებლობებისა და შემდგომი სამუშაო შეხვედრების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ NGI კვლევითი ინსტიტუტია და არა უნივერსიტეტი, მისი დარგობრივი გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს ჩვენი ფაკულტეტის აკადემიური და კვლევითი საქმიანობისთვის. ამ თანამშრომლობის განვითარება არ გამორიცხავს სამომავლოდ ნორვეგიის უნივერსიტეტებთან გაცილებით ფართო აკადემიური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობასაც. ჩვენი მიზანია, თანამშრომლობა ეტაპობრივად განვითარდეს და კონკრეტულ შედეგებში აისახოს. პრიორიტეტებად განვიხილავთ საინჟინრო გეოლოგიისა და მიწისქვეშა მშენებლობის კუთხით ცოდნის გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი თემების განსაზღვრას, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას და, შესაძლებლობის ფარგლებში, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას“
ნოე ხოზრევანიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებაწაიკითხე

უახლესი ამბები