რატი იონათამიშვილი – სასამართლო დარბაზი სუბიექტური შეფასების ადგილი არ არის, სამართლებრივ პროცესში გამოყენებული უნდა იყოს არგუმენტები
რატი იონათამიშვილის განცხადებით, სასამართლო დარბაზი სუბიექტური შეფასებების ადგილი არ არის და პროცესებზე პოლიტიკური სარჩულის მიკერება არასწორია. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველა პატიმარს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება და მხარეებმა სამართლებრივი არგუმენტებით უნდა ისაუბრონ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა პატიმარს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებაც და შესაძლებლობაც.
იონათამიშვილის თქმით, განხილული უნდა იყოს სამართლებრივი არგუმენტები, სუბიექტური შეფასებების ადგილი კი სასამართლო დარბაზი არ არის.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველას აქვს, უფლებასთან ერთად, შესაძლებლობაც. ხაზი უნდა გავავლოთ, სად არის პოლიტიკა და სად – სამართლებრივი საქმიანობა. აქედან გამომდინარე, ვინმეს რაიმე არგუმენტი თუ აქვს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ პროცესში ეს არგუმენტი უნდა გამოიყენოს. ასეთ პროცესებზე პოლიტიკური სარჩულის მიკერება, რა თქმა უნდა, არ არის არც სწორი, არც მოგებიანი. სასამართლოა და ვისაც რაიმე არგუმენტი აქვს, საუკეთესო სივრცეა, რომ ეს არგუმენტები გაახმოვანოს. სამწუხაროდ, ჯერ არგუმენტებზე მეტად სუბიექტურ შეფასებებს ვხედავთ. სუბიექტური შეფასებისთვის ადგილი კი სასამართლო და მისი დარბაზი არ არის“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
ციტატები სტატიიდან
„სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველას აქვს, უფლებასთან ერთად, შესაძლებლობაც. ხაზი უნდა გავავლოთ, სად არის პოლიტიკა და სად – სამართლებრივი საქმიანობა. აქედან გამომდინარე, ვინმეს რაიმე არგუმენტი თუ აქვს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ პროცესში ეს არგუმენტი უნდა გამოიყენოს. ასეთ პროცესებზე პოლიტიკური სარჩულის მიკერება, რა თქმა უნდა, არ არის არც სწორი, არც მოგებიანი. სასამართლოა და ვისაც რაიმე არგუმენტი აქვს, საუკეთესო სივრცეა, რომ ეს არგუმენტები გაახმოვანოს. სამწუხაროდ, ჯერ არგუმენტებზე მეტად სუბიექტურ შეფასებებს ვხედავთ. სუბიექტური შეფასებისთვის ადგილი კი სასამართლო და მისი დარბაზი არ არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.