ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო არ დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოტვ პირველიტელეიმედი

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურორ ანი ლეკიაშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ქრთამის აღების საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი სრულად არ დახურა. თავად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა წინასასამართლო სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო არ დაიხურა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო არ დაიხურარადიო თავისუფლება

დღეს, 19 ოქტომბერს სასამართლოში წინასასამართლო სხდომა იმართება - ირაკლი ღარიბაშვილისთვის ქრთამის აღების საქმეზე. მან უარი თქვა, შეთავახების მიუხედევად, დასწრებოდა სხდომას - „ბრალდებულის უფლებაა, დაესწროს ან უარი თქვას სხდომაზე დასწრებაზე“ - უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა.

პროკურორის აცილება არ დაკმაყოფილდა

ღარიბაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, იოსებ ბარათაშვილმა პროკურორ ანი ლეკიაშვილის აცილება მოითხოვა - მისი არგუმენტით, ანა ლეკიაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორია და ამის გამო მათ მოწმედ გამოძახება სურთ. მსჯავრდებული ბურჭულაძის ჩვენება ღარიბაშვილის საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებაა.

პროკურორი ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა - მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეში ის საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებდა.

მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა: მისი განმარტებით, „იმის გამო, რომ ესა თუ ის პირი სხვა საქმეში ფიგურირებს, ეს ვერ გახდება მისი აცილების საფუძველი“.

სხდომები არ დაუხურება

მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, მას პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა მიმართა და მოითხოვა ირაკლი ღარიბაშვილის სხდომის სრულად დახურვა.

„არაერთი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსანი უნდა დაიკითხოს და შესაძლოა გაჟღერდეს საიდუმლო ინფორმაცია. სწორედ ამ პირთა ვინაობისა და გაჟღერებული ინფორმაციის დასაცავად, აუცილებელია, სხდომები სრულად დაიხუროს“, - თქვა პროკურორმა.

მას „კატეგორიულად არ დაეთანხმა“ ადვოკატი ირაკლი ბარათაშვილი. მისი თქმით, ბურჭულაძის და სხვათა პროცესები ნაწილობრივ იყო დახურული.

„რა საჭიროა დახურვა, როცა ყველა მტკიცებულება განასაიდუმლოა ბრალდების მხარემ?!. ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოებაში დაიმალოს სიმართლე: ვერც მედიამ გაიგოს და ვერც საზოგადოებამ. ეს არის ინსტრუმენტი ბრალდების ხელში შენიღბოს. მე ვმონაწილეობდი „კაბელების საქმეში“ და ის სხდომებიც კი არ დაიხურა...“ - თქვა ბარათაშვილმა და ჩამოთვლა იმ მტკიცებულებების ნომრები, რომელიც ბურჭულაძის საქმის განხილვის დროს განსაიდუმლოვდა.

ღარიბაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა შეკითხვით მიმართა პროკურორს, „ღია იყო თუ არა ბურჭულაძისა და სხვათა საქმეები?“

„დღეს წარმოდგენილ საქმეში მხოლოდ რამდენიმე ფურცელია ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, დანარჩენი არის ბურჭულაძისა და სხვათა საქმეებიდან - რატომ უნდა იყოს ეს დახურული, თუ ისინი ღია იყო?! წინასწარ შემიძლია ვთქვა, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გადაწყვეტილება იქნება უსამართლო“.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. მისი თქმით, „ზოგადად, ტარდება ღია სხდომები, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა პროცესი იხურება სრულად ან ნაწილობრივ იმ შემთხვევაში, თუკი გაჟღერებული ინფორმაცია შეიძლება იყოს დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან, პერსონალურ ინფორმაციასთან და ა.შ...“ მოსამართლის განმარტებით, თუკი იქნება მსგავსი ინფორმაციის გაჟღერებაზე ეჭვი, ნაწილობრივი დახურვის შესახებ სასამართლო იმსჯელებს მხარეების მიმართვის საფუძველზე.

სხდომაზე დამსწრეები

ღარიბაშვილის სასამართლო სხდომა თბილისი საქალაქო სასამრთლოს მე-14 დარბაზში იმართება. დარბაზი 40 დამსწრეზეა გათვლილი, თუმცა მხოლოდ 7 ადამიანი ესწრება:

ხუთი ჟურნალისტი: რადიო თავისუფლების, „პირველი არხის“, „ინტერპრესნიუსის“, TV "პირველისა“ და „იმედის“;

სპორტსმენი ლუკა კურტანიძე;

ერთი ადამიანი, რომლის ვინაობაც რადიო თავისუფლებისთვის უცნობია.

სხდომას არ ესწრებიან ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები, არც მეგობრები და თანამოაზრეები.

ღარიბაშვილი პატიმრობაშია

ირაკლი ღარიბაშვილი 5-წლიან პატიმრობაში იმყოფება. მან მის წინააღმდეგ წაყენებული კორუციული ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება 12 იანვარს გაფორმდა.

საპროცესო შეთანხმებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა - წაყენებული ბრალით მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

გამოძიებასთან თანამშრომლობის მოტივით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფრომდა: ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა.

ღარიბაშვილმა ახალი ბრალის წაყენებამდე ერთი კვირით ადრე, 17 აგვისტოს საპატიმროდან წერილი გაავრცელა, რომლითაც გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ.

18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს. ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მდინარაძის პრესსამსახურში მაშინ თქვეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“;

27 აგვისტოს მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბრალდებულის უფლებაა, დაესწროს ან უარი თქვას სხდომაზე დასწრებაზე“
ნათია თამაზაშვილი
„არაერთი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსანი უნდა დაიკითხოს და შესაძლოა გაჟღერდეს საიდუმლო ინფორმაცია. სწორედ ამ პირთა ვინაობისა და გაჟღერებული ინფორმაციის დასაცავად, აუცილებელია, სხდომები სრულად დაიხუროს“
„ღია იყო თუ არა ბურჭულაძისა და სხვათა საქმეები?“
ლალი აფციაური
„რა საჭიროა დახურვა, როცა ყველა მტკიცებულება განასაიდუმლოა ბრალდების მხარემ?!. ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოებაში დაიმალოს სიმართლე: ვერც მედიამ გაიგოს და ვერც საზოგადოებამ. ეს არის ინსტრუმენტი ბრალდების ხელში შენიღბოს. მე ვმონაწილეობდი „კაბელების საქმეში“ და ის სხდომებიც კი არ დაიხურა...“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ღარიბაშვილის სასამართლო არ დაიხურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები