ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო საქონელი

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და 6.15 მილიარდ დოლარს მიაღწია. პირველ პოზიციას კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს, ხოლო ნავთობპროდუქტების ექსპორტი 1192%-ით გაიზარდა.

საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო საქონელი
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო საქონელიBM.GE

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 6.15 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 მილიარდი დოლარით ანუ 19.6%-ით მეტია. ექსპორტში პირველი პოზიცია კვლავ მსუბუქ ავტომობილებს უკავია, 1.5 მილიარდი დოლარით, თუმცა ამ საქონელში 23.7%-ის კლება ფიქსირდება. მეორე პოზიცია დაიკავა ნავთობპროდუქტებმა 812 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 1192%-ით არის გაზრდილი, აღნიშნული ძირითადად დაკავშირებულია საქართველოში პირველი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან, მესამე პოზიციას ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 464 მილიონი დოლარით, სადაც ზრდა 68%-ია.

რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, ის 0.6%-ით, 189 მილიონ დოლარამდე შემცირდა, სპირტიანი სასმელების ექსპორტმა კი 6.5%-ით, 188 მილიონ დოლარამდე იკლო.

2026 წლის TOP-10 საექსპორტო საქონელი:

#

საქონელი

მლნ დოლარი

ზრდა/კლება წინა წელთან

1

მსუბუქი ავტომობილები

$1,529

-23.7%

2

ნავთობი და ნავთობპროდუქტები

$812

1192.5%

3

ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები

$464

68.0%

4

ფეროშენადნობები

$239

56.3%

5

ყურძნის ნატურალური ღვინოები

$189

-0.6%

6

სპირტიანი სასმელები

$188

-6.5%

7

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

$163

141.9%

8

მინერალური და დაგაზიანებული წყლები, შაქრის დანამატების შემცველობით

$153

18.1%

9

მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე

$141

9.2%

10

აზოტოვანი სასუქები

$123

33.7%

11

დანარჩენი საქონელი – სულ

$2,152

16.9%

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
TOP-10 რუსეთში ექსპორტიორი ქართული კომპანია|სიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები