პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ქალაქების უმეტესობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, წვიმას პროგნოზირებენ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
იმედინიუსი

19 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მშრალი დღე იქნება ზუგდიდშიც. დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში უნალექო დღეა. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმს. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი ამინდია. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

ნალექს ახალქალაქშიც ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +20, ღამით კი +8 დაფიქსირდება.

ბორჯომში ნალექიანი დღეა, +21 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება წვიმა.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, +15 ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.

ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. BM.GEოპოზიციური19 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
  2. ალიაოპოზიციურიწვიმა და ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
  3. BM.GEოპოზიციური20 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
როგორ იცვლება ადვოკატის საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობსწაიკითხე

უახლესი ამბები