ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა ნიქაბაძე: არაერთხელ გადაარჩინა ჩვენმა პოლიციამ არეულობისგან ქვეყანა. აბსოლუტურად სწორ კურსზე დგას ქვეყანა, მიუხედავად ამისა, მაინც ლანძღვის კორიანტელი მოდის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან. ეს ანგრევს ნდობას

შალვა ნიქაბაძის განცხადებით, ევროპიდან საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიციის მიმართ ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, მაშინ როდესაც ქართულმა პოლიციამ ქვეყანა არაერთხელ იხსნა არეულობისგან.

ვისაც არ ეზარება, ყველა ჩვენს თანამდებობის პირებზე და ჩვენს პოლიციელებზე ლაპარაკობს. ირღვევა სამართლიანობის პრინციპი. ეს არის პირდაპირ ორმაგი სტანდარტი. თუ შეიძლება შენთვის, უნდა შეიძლებოდეს ჩემთვისაც, - განაცხადა აკადემიკოსმა, საერთაშორისო იურიდიული ჰაბის მმართველმა შალვა ნიქაბაძემ გადაცემაში „EURO ანატომია“.

წამყვანმა ჰკითხა, როგორ აფასებს სამართლებრივად იმას, რომ საფრანგეთის ქუჩებში არასრულწლოვანთა მიმართ ძალა გამოიყენეს.

„არასრულწლოვანს ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა აქვს და ადვილად შეიძლება პროვოკაციაზე მისი წამოგება, რაც პირდაპირ დავინახეთ საფრანგეთის მაგალითზე. როდესაც არასრულწლოვანების მშვიდობიანი მსვლელობა მიმდინარეობდა, გამოიყენეს სპეცდანიშნულების რაზმი, წყლის ჭავლი, რამაც ახალგაზრდებში არეულობა გამოიწვია და მოხდა შეტაკება. რომ არა პოლიციის ეს ქმედება, აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაივლიდა ის მიტინგი.

თავიანთი ჩადენილი დანაშაული არაფერია, ჩვენი პოლიციელების კანონიერი საქციელი იწვევს ქვეყნის გალანძღვას, სანქციების დაწესებას, პერსონალურ სანქციებსაც კი. ვისაც არ ეზარება, ყველა ჩვენს თანამდებობის პირებზე და ჩვენს პოლიციელებზე ლაპარაკობს. ირღვევა სამართლიანობის პრინციპი. ეს არის პირდაპირ ორმაგი სტანდარტი. თუ შეიძლება შენთვის, უნდა შეიძლებოდეს ჩემთვისაც. არაერთხელ გადაარჩინა ჩვენმა პოლიციამ არეულობისგან ქვეყანა. აბსოლუტურად სწორ კურსზე დგას ქვეყანა, მიუხედავად ამისა, მაინც ლანძღვის კორიანტელი მოდის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან. ეს ანგრევს ნდობას“, - აღნიშნა ნიქაბაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გურამ მაჭარაშვილი: არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის, რაც საფრანგეთში ხდება - ნურავის ჰგონია, რომ ქართული, ევროპული და ფრანგული საზოგადოება ვერ შეამჩნევს ამ ორმაგ სტანდარტსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები