გარდაიცვალა „კავეასა“ და „კავეა პლუსის“ თანამფლობელი ოთარ ბუბაშვილი
კინოპროდიუსერი, ბიზნესმენი და კინოთეატრების ქსელ „კავეას“ თანამფლობელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ „კავეას“ ხელმძღვანელი და თანამფლობელი, ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოთარ ბუბაშვილის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.
„ოთარ ბუბაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კინოთეატრების ქსელს „კავეას“, “ამირანს“ და “რუსთაველს”, ასევე სტრიმინგ-პლატფორმა „კავეა პლუსს“. იგი გახლდათ ქართული კინოს დიდი გულშემატკივარი, მოამაგე და ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი. მისი უდროო გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქართული კინემატოგრაფისა და კულტურის სფეროსთვის“, - ნათქვამია კინოცენტრის გავრცელებულ განცხადებაში.
ბუბაშვილი რეესტრის მიხედვით კინოთეატრის წილის 20%-ს ფლობდა. გარდა ამისა ის ფლობდა წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს მუვინგ პიქჩერსი, შპს კავეა ქუთაისი, შპს სინეგრუპი, შპს კავეა საბურთალო, საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრი, შპს სპორტსბარ თაუერსი, შპს რუსთაველი კაპიტალი, შპს კავეა გალერეა, შპს კავეა გლდანი, სს კინოთეატრი რუსთაველი, შპს სადისტრიბუციო კომპანია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ოთარ ბუბაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კინოთეატრების ქსელს „კავეას“, “ამირანს“ და “რუსთაველს”, ასევე სტრიმინგ-პლატფორმა „კავეა პლუსს“. იგი გახლდათ ქართული კინოს დიდი გულშემატკივარი, მოამაგე და ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი. მისი უდროო გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქართული კინემატოგრაფისა და კულტურის სფეროსთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.