თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა 2025-2026 წლების ანგარიში წარმოადგინა
თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვის პროცესზე, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასა და მერიის საქალაქო სამსახურებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
შეხვედრაზე დეპუტატმა დეტალურად ილაპარაკა საკრებულოს სხდომებში, კომისიებსა და ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობის შესახებ.
ანგარიშის გაცნობისას ხაზი გაესვა თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის, მასში შესატანი ცვლილებებისა და ბიუჯეტთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვის პროცესს. დეპუტატმა მიმოიხილა დედაქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ურბანული განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამები.
გურამ ნიკოლაშვილმა ყურადღება გაამახვილა მერიის საქალაქო სამსახურებსა და მუნიციპალურ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. საანგარიშო პერიოდში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის, ქონების მართვის სააგენტოს, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან.
ანგარიშის გაცნობას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.