ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

77 წლის მედეა სიხარულიძისთვის ასაკი მხოლოდ რიცხვია, სიმღერა კი განუყოფელი ნაწილი -"ნიჭიერის" მონაწილე, რომელსაც სცენისკენ მიმავალ გზაზე ცხოვრებისეული გამოცდილება და მუსიკის სიყვარული მიჰყვება

რუსთავი 2

32-წლიანი პაუზის შემდეგ, 77 წლის მედეა სიხარულიძე, რომელიც წლების განმავლობაში ფილარმონიის სცენაზე იდგა, მეგაშოუ „ნიჭიერის“ სცენაზე ბრუნდება და საკუთარ შესაძლებლობებს მაყურებელს წარუდგენს.

დილა რუტინით იწყება - სუნთქვას იმორჩილებს, სხეულს აღვიძებს და ხმას ახალი დღისთვის ამზადებს. 77 წლის მედეა სიხარულიძისთვის ეს ყოველდღიური რიტუალია.

დილის ვარჯიშის შემდეგ მისთვის კარგად ნაცნობ გზას მიუყვება. "კათარზისი" ის ადგილია, სადაც თითქმის ყოველდღე მიდის. აქ დრო თამაშით, საუბრებით და პრესის კითხვით გადის.

თუმცა მისთვის ყველა აქტივობა ერთი მთავარი მომენტის მოლოდინია - წუთის, როცა საუბარი წყდება, მზერა მისკენ მიემართება და სივრცეს მისი ხმა ავსებს.

მუსიკალური განათლება არ აქვს. სიმღერა მის ცხოვრებაში პროფესიული შესწავლის გარეშე მოვიდა და წლების განმავლობაში დარჩა. თავად წლებთან კი მედეას მარტივი დამოკიდებულება აქვს - ასაკის წესებით ცხოვრებას არ აპირებს.

მეგობარი ბევრი ჰყავს. ყველანაირ დარდს და სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ. კათარზისში მედეამ წლის ბებიის წოდებაც დაიმსახურა.

თუმცა მუსიკა მისთვის მხოლოდ სცენიდან არ ისმის. ის იმ სიჩუმესაც ავსებს, რომელშიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა.

მელოდია ყველგან თან დაჰყვება, მაშინაც, როცა არავინ უსმენს.

წარსულში მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გაჩერება ფილარმონია იყო, რომლის სცენაზეც მრავალი წელი იდგა. 32 წლიან პაუზას ისევ მუსიკა ასრულებს.

ახლა საკუთარ შესაძლებლობებს უფრო დიდ აუდიტორიას წარუდგენს. მედეა "ნიჭიერის" სცენისკენ მიემართება. წინ ახალი მღელვარება და კიდევ ერთი შანსია - სიმღერით ახალი ამბავი მოყვეს.

მედეას ყველაზე ერთგული გულშემატკივრები უკვე ჰყავს - მეგობრები კათარზისიდან მის ყველა ნაბიჯს განსაკუთრებული ემოციით ხვდებიან. სადამდე გაგრძელდება მისი გზა მეგაშოუში, ამას "რუსთავი 2"-ის მაყურებელი უკვე "ნიჭიერში" ნახავს.

ავტორი: ანა გიუნტერი

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ძალოსანი გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორიაწაიკითხე

უახლესი ამბები