ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უნიკალური ოპერაცია - ცოცხალი ჭია ადამიანის თვალში, რომლის ორგანიზმში მოსახვედრად შესაძლოა მწერის ერთი ნაკბენიც საკმარისი აღმოჩნდეს

საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა პაციენტის თვალის ბუდიდან იშვიათი პარაზიტი — დილოფილარია ამოიყვანეს, რომელიც ორგანიზმში შესაძლოა კოღოს ნაკბენით მოხვდა. თითქმის ორსაათიანი ოპერაციის შედეგად ლაშა ჭულიხაძეს თვალი და მხედველობა შეუნარჩუნდა.

იშვიათი დილოფილარია ექიმებმა პაციენტის თვალის ბუდიდან ამოიყვანეს.

თეორიული ცნობებით, ეს პარაზიტი ადამიანის ორგანიზმში დასნებოვნებული მწერის ნაკბენით ხვდება, ძირითადი გადამტანი არის კოღო. ჰელმითები მიგრირებენ კანქვეშა ქსოვილებში და მათი მაქსიმალური სიგრძე შეიძლება იყოს 17 სანტიმეტრი.

თუმცა ამგვარი ლარვების ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევები იმდენად იშვიათია, რომ მაგალითად, საქართველოს მედიცინის ისტორიაში ამის დადასტურებული ანამნეზი ამ დრომდე არ ყოფილა.

ლაშა ჭულიხაძეს მწერის კბენის ეპიზოდი არ ახსენდება, მან ოფთალმოლოგს უბრალოდ თვალის ტკივილის ჩივილით მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ თვალში წარმოქმნილი კაფსულური წანაზარდი ძალიან ჰგავდა სხვა დაავადებასაც, ექიმმა ეჭვი მაინც იშვიათი პარაზიტის შემთხვევაზე მიიტანა და მართალი აღმოჩნდა.

უნიკალურ ოპერაციას წინ რამდენიმე კვირით უსწრებდა ექიმის მიერ მომზადებული სტატია სწორედ დილოფილარიის ჰელმითებზე, როგორც უიშვიათეს კლინიკურ შემთხვევაზე.

დამუშავებულმა სტატიამ ექიმს დიაგნოზის დასმა გაუმარტივა, მაგრამ ყველაზე მეტად გამართლება აღმოჩნდა პაციენტისთვის.

ცუდი შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო - თვალის დაკარგვა ან კიდევ უარესი - ლეტალური გამოსავალი, თუ მოხდებოდა პარაზიტის მიგრაცია თავის ტვინში ან გულსისხლძარღვთა სისტემაში, თუმცა საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა უნიკალური, თითქმის 2 საათიანი ოპერაცია ისე ჩაატარეს, რომ პაციენტს თვალიც შეუნარჩუნეს და მზერაც.

ეს შემთხვევა დილოფილარიის ჰელმითების იშვიათი, მაგრამ რეალური შემთხვევების სტატისტიკას შეემატა. ამ შემთხვევის შესახებ ასწავლიან სტუდენტებსაც და იქნება მაგალითი, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც, მწერის ნაკბენიც შეიძლება მძიმე გართულებების მიზეზი გახდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კინოპროდიუსერისა და მენეჯერის ოთარ ბუბაშვილის გარდაცვალების გამოწაიკითხე

უახლესი ამბები