კიბერპედოფილიის საფრთხე - ციფრული შანტაჟი და უსაფრთხოების წესები, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
საგარეჯოში არასრულწლოვანი დააკავეს, რომელიც თანატოლებსა და უფროსებს დიფფეიკ ფოტოებით აშანტაჟებდა და სკოლასთან 10 000 ლარის მიტანას სთხოვდა. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიების გამოყენებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მსოფლიოში 20 მილიონი მოზარდი გახდა.
პედოფილია - ყველაზე ამორალური, შემზარავი დანაშაული, ფსიქოლოგიური ტერორი და სამუდამო დაღი ბავშვის ფსიქიკაზე. თანამედროვე მსოფლიო, ტექნოლოგიურმა განვითარებამ გლობალური გამოწვევის წინაშე დააყენა - პედოფილების პირისპირ, რომლებიც ხშირად კვალს არ ტოვებენ.
გაეროს ბავშვთა ფონდის 2026 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში 21 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველო არა, თუმცა ამ ქვეყნებს შორის არის მეზობელი სომხეთი და რეგიონის რამდენიმე ქვეყანა. საქართველო არ მონაწილეობს, თუმცა კვლევა შედეგი ასეთია - ტექნოლოგიების გამოყენებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 20 მილიონი ბავშვი გახდა - 12-დან 17 წლამდე არასრულწლოვანი.
კახეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი - აქ დიფფეიკი, სექსუალური ხასიათის დამონტაჟებული ფოტო რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებს გაუვრცელეს. ფაქტი აღკვეთილია, სავარაუდო დამნაშავე, არასრულწლოვანი, დაკავებული. ის მსხვერპლ ბავშვებს და ზრდასრულებს უხამსი შინაარსის ფოტოებით სოციალურ ქსელში 10 000 ლარის მიტანას სთხოვდა. ბავშვებს 10 000 ლარი იმ სკოლასთან უნდა დაედოთ, სადაც თავად სწავლობენ.
30 სექტემბერი - დანაშაულის ადგილი ტიკ-ტოკი, მორიგი პედოფილის საქმე.
ტექნოლოგიების გამოყენებით, პედოფილია საქართველოსთვისაც გამოწვევად იქცა, პრაქტიკოსი იურისტები მსხვერპლთან დღეში რამდენიმე კონსულტაციას გადიან.
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა - ერთ-ერთი ყველაზე რთული კატეგორიის დანაშაულის საქმეებს საქართველოში სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები იძიებენ. პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ახლაც არაერთი საქმე აქვს.
ფსიქოლოგიური ტერორისტები - პედოფილები გამუდმებით ახალ სქემებს იგონებენ, ბოლო დროის ყველაზე აქტუალური დანაშაულებრივი სქემა მსოფლიო მასშტაბით, ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციაა - ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებით. ხშირად დამნაშავეები კვალსაც კი არ ტოვებენ.
როგორ ამოვიცნოთ ბავშვზე სექსუალური ძალადობა და შანტაჟი - კლინიკური ფსიქოლოგი იმ გამოუსწორებელ შედეგებზე გვიყვება, რაც მსხვერპლთან მუშაობამ აჩვენა.
ფსიქოლოგები ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე საუბრობენ, მშობლებს ურჩევენ, რომ შვილის ბედნიერი მომენტები შეზღუდულ წრეს გაუზიარონ.
სანამ მსოფლიო ახალ გამოწვევას პასუხობს, მზადდება რეკომენდაციები.
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულები მკაცრად დასჯადია და 10 წელს ზემოთ პატიმრობით ისჯება.
მთავარია ამხილოთ - მათ ვინც ბავშვებს ბავშვობას ართმევენ, მძიმე სასჯელი ელოდებათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.