ირაკლი ხელაძე გახარიას პარტიაზე: მორალური უფლება არ აქვთ, რომ საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ილაპარაკონ. ჩვენი ხელისუფლებაა ის ხელისუფლება, რომელმაც რეალური ზრუნვა დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე
ირაკლი ხელაძის განცხადებით, გახარიას პარტიას საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდის კრიტიკის მორალური უფლება არ აქვს, რადგან თავად გახარია კორუფციის დამარცხებას „ჯიგრულ პონტში“ ცდილობდა, ხოლო მათი დეპუტატები ანაზღაურების მატებით თავადაც სარგებლობენ.

უახლოეს წარსულში, „ქართულ, ჯიგრულ პონტში“ ის [გახარია] ცდილობდა, რომ კორუფცია დაემარცხებინა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს სრულიად სხვა განზრახვა აქვთ და რომ რეალურად საჯარო სამსახურში ადამიანებს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ, ამისგან შორს არის მათი პრაგმატული მიდგომა, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ „იმედის კვირასთან“.
დეპუტატი გახარიას პარტიის დეპუტატების მიერ საჯარო სამსახურებში ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურა.
„თუ ვინმეს ინტერესებს ეწინააღმდეგება საქართველოს ეკონომიკური წინსვლა, ეს არიან იმ აგენტურის წარმომადგენლები, რომლებსაც არაფერი უხარიათ ამ ქვეყანაში. მოდი, ასე დავსვათ საკითხი - თუ ისინი ამ კუთხით ხედავენ დიდ პრობლემას, მაშინ რატომ სარგებლობენ სარგებლით, რომელიც ვრცელდება ყველა დეპუტატზე?! წარუმატებელი მცდელობაა, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ იმის ხარჯზე, რომ ამ თემას [ხელფასების ზრდას] საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად გავითვალისწინოთ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების ინტერესები. ეს ბევრი რამისთვის არის მნიშვნელოვანი. ისინი იმსახურებენ ხელისუფლების, სახელმწიფოს მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს. უახლოეს წარსულში, „ქართულ, ჯიგრულ პონტში“ ის [გახარია] ცდილობდა, რომ კორუფცია დაემარცხებინა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს სრულიად სხვა განზრახვა აქვთ და რომ რეალურად საჯარო სამსახურში ადამიანებს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ, ამისგან შორს არის მათი პრაგმატული მიდგომა. მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ილაპარაკონ. ჩვენი ხელისუფლებაა ის ხელისუფლება, რომელმაც რეალური ზრუნვა დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე“, - აღნიშნა ხელაძემ.
ციტატები სტატიიდან
„თუ ვინმეს ინტერესებს ეწინააღმდეგება საქართველოს ეკონომიკური წინსვლა, ეს არიან იმ აგენტურის წარმომადგენლები, რომლებსაც არაფერი უხარიათ ამ ქვეყანაში. მოდი, ასე დავსვათ საკითხი - თუ ისინი ამ კუთხით ხედავენ დიდ პრობლემას, მაშინ რატომ სარგებლობენ სარგებლით, რომელიც ვრცელდება ყველა დეპუტატზე?! წარუმატებელი მცდელობაა, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ იმის ხარჯზე, რომ ამ თემას [ხელფასების ზრდას] საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად გავითვალისწინოთ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების ინტერესები. ეს ბევრი რამისთვის არის მნიშვნელოვანი. ისინი იმსახურებენ ხელისუფლების, სახელმწიფოს მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს. უახლოეს წარსულში, „ქართულ, ჯიგრულ პონტში“ ის [გახარია] ცდილობდა, რომ კორუფცია დაემარცხებინა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს სრულიად სხვა განზრახვა აქვთ და რომ რეალურად საჯარო სამსახურში ადამიანებს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ, ამისგან შორს არის მათი პრაგმატული მიდგომა. მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ილაპარაკონ. ჩვენი ხელისუფლებაა ის ხელისუფლება, რომელმაც რეალური ზრუნვა დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.