რეზო ბლიაძე: საერთოდ არ მიკვირს, რომ ფეხბურთელებზე იყო წნეხი. პირადად მირეკავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და მოითხოვდა, რომ დამეფიქსირებინა ის აზრი, რასაც ისინი აფიქსირებდნენ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით
მუსიკოს რეზო ბლიაძის მტკიცებით, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი მას ურეკავდა და მოითხოვდა, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მათი სასურველი აზრი დაეფიქსირებინა.

„იმედის კვირასთან“ მუსიკოსმა რეზო ბლიაძემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი მისგან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების დაფიქსირებას ითხოვდა.
„საერთოდ არ მიკვირს, რომ ფეხბურთელებზე იყო წნეხი. ჩემს სფეროშიც იგივე ხდებოდა. ადამიანები პირდაპირ გვირეკავდნენ და მოითხოვდნენ, რომ დაგვეფიქსირებინა [ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები]. პირადად მირეკავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და მოითხოვდა, რომ დამეფიქსირებინა პოზიცია და უფრო დეტალებში რომ ჩავედი, ჩემი პოზიციის დაფიქსირებას კი არ მოითხოვდა, რეალურად მე რას ვფიქრობდი, მოითხოვდა, რომ დამეფიქსირებინა ის აზრი, რასაც ისინი აფიქსირებდნენ“, - აღნიშნა ბლიაძემ.
გიორგი გველესიანმა „Geoteam“-თან ინტერვიუში, 2026 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ 2024 წლის აპრილში და ზოგადად სხვადასხვა პერიოდში, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე გარკვეული წნეხი და ზეწოლა ხორციელდებოდა სხვადასხვა ძალების მხრიდან. ფეხბურთელებს მოსთხოვეს ან აიძულებდნენ, რომ სოციალურ ქსელებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები და განცხადებები გამოეხატათ.
ციტატები სტატიიდან
„საერთოდ არ მიკვირს, რომ ფეხბურთელებზე იყო წნეხი. ჩემს სფეროშიც იგივე ხდებოდა. ადამიანები პირდაპირ გვირეკავდნენ და მოითხოვდნენ, რომ დაგვეფიქსირებინა [ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები]. პირადად მირეკავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და მოითხოვდა, რომ დამეფიქსირებინა პოზიცია და უფრო დეტალებში რომ ჩავედი, ჩემი პოზიციის დაფიქსირებას კი არ მოითხოვდა, რეალურად მე რას ვფიქრობდი, მოითხოვდა, რომ დამეფიქსირებინა ის აზრი, რასაც ისინი აფიქსირებდნენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.