სხვადასხვა · 18 ოქტომბერი, 17:07
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ჩემპიონია
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ჩემპიონი გახდა — ალჟირში გამართული ტურნირის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი კრისტიან რაბი ანგარიშით 15-12 დაამარცხა.

სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ჩემპიონია. ალჟირში გამართული პრესტიჟული ტურნირის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი კრისტიან რაბი 15-12 დაამარცხა.
გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ბაზაძემ ფრანგ, რუმინელ და იაპონელ მეტოქეებს აჯობა.
33 წლის ქართველ მოფარიკავეს კარიერის განმავლობაში ორჯერ ევროპის ჩემპიონატი, თითოჯერ კი მსოფლიოს პირველობა და ევროპული თამაშები აქვს მოგებული.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.