პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში ითვლიან მასშტაბური მღელვარებით გამოწვეულ ზარალს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საფრანგეთში მაღალი ფასებისა და საჯარო სერვისების გაუარესების საწინააღმდეგო აქციები არეულობაში გადაიზარდა: დაიღუპა ერთი დემონსტრანტი, დაშავდა 500-ზე მეტი პოლიციელი და დაკავებულია 1800-მდე პირი.

საფრანგეთში ითვლიან მასშტაბური მღელვარებით გამოწვეულ ზარალს
რადიო თავისუფლება

დემონსტრაციები გაიმართა მაღალი ფასების და საჯარო სერვისების დონის ვარდნის გასაპროტესტებლად. დაიღუპა ერთი დემონსტრანტი, დაშავდა ასობით პოლიციელი, დააკავეს 1800-მდე პირი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დემონსტრაციები შაბათს არეულობაში გადაიზარდა, ქალაქ ლიმოჟში დაიწვა მერიის შენობა, გაიძარცვა მაღაზიები, შენობების კედლები გრაფიტის ნაწერებით დაიფარა. ბევრ ქალაქში შეტაკებები იყო დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.

ერთი დემონსტრანტი გულის შეტევით გარდაიცვალა პარიზში მიმდინარე დემონსტრაციაზე. პოლიციამ ამ ქალაქში 855 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მთელი საფრანგეთის მასშტაბით დაშავდა 500-ზე მეტი პოლიციელი.

საფრანგეთში აქციების პირველი ტალღა სექტემბერში იყო. მათი მთავარი მონაწილეები იყვნენ უფროსკლასელი მოსწავლეები, რომლებიც მოითხოვდნენ სასკოლო განათლების დონის და სახელმწიფო სკოლების დაფინანსების გაზრდას. მოსწავლეებს მხარი დაუჭირეს სტუდენტებმაც. შემდგომში უკმაყოფილების სპექტრი გაფართოვდა. აქციებს შუერთდნენ პროფესიული კავშირები, საზოგადოებრივი აქტივისტები, ულტრამემარცხნე პოლიტიკური მოძრაობების წარმომადგენლები, "ყვითელი ჟილეტები" და სხვა სამოქალაქო ჯგუფები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაფრანგეთში აქციის ერთ-ერთ მონაწილეს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაფრანგეთში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. დაშავებულია ათასზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი. 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთი მოიცვა პროტესტმა ცხოვრების დონის გაუარესების წინააღმდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები